ექვსი სუპერ-რეცეპტი პიგმენტურ ლაქებთან ბრძოლისათვის. დაუჯერებელი ეფექტი

800

გაეცანით რამდენიმე რეცეპტს, რომელიც პიგმენტურ ლაქებს სამუდამოდ მოგაშორებთ:

1. ახალი კიტრის ფაფა

კიტრი გახეხეთ და ფაფა პიგმენტურ ლაქებზე 15 წუთის განმავლობაში დაიდეთ, დღეში 3-ჯერ.

2. ლიმონის წვენი

გახსენით ის წყალში შეფარდებით: 1:10 და დაიდეთ პიგმენტური ლაქების ადგილას, დღეში 2-ჯერ.

3. მაწონი, იოგურტი ან ახალგამოწველილი რძე

ნებისმიერი ამ რძის პროდუქტებიდან, დაიდეთ სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ, წაისვით ლაიმის ან ლიმონის წვენში დასველებული ბამბის ტამპონი.

4. ბანანის წყალი

ბანანს მოაჭერით კანი და ჩააგდეთ 250მლ. ადუღებულ წყალში, გააციეთ და შემდეგ, ყინულის ფორმებში ჩაასხით, შედგით საყინულეში და ყოველ დღე, გაღვიძების შემდეგ, კუბიკებით სახე და ტანის სხვადასხვა ნაწილები დაიზილეთ.

5. ტკბილი წიწაკა

გახეხეთ ტკბილი წიწაკა და მიღებული მასა სახეზე დაიდეთ. 30 წუთის შემდეგ, მოიშორეთ და სახეზე მკვებავი საცხი წაისვით. ეს მასა არა მხოლოდ პიგმენტურ ლაქებს აქრობს, არამედ კანს C ვიტამინით ამდიდრებს.

6. საფუარის ნიღაბი

15-20გ. საფუარი შეურიეთ 1,5 ჩ/კ ლიმონის წვენს. 20 წუთის შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ და სახეზე მკვებავი საცხი წაისვით.

რათა პიგმენტური ლაქები ისევ არ გაჩნდეს, ნიღბების გაკეთების შემდეგ, დიდი ხნით, მზეზე გაჩერება არ შეიძლება. ამიტომაც, უკეთესია, თუ ამ პროცედურებს ძილის წინ ჩაიტარებთ.

 

frenis kompensacia
frenis kompensacia