საკუთარი თავის მოვლა აუცილებელია და ამის შესახებ ყველა ქალბატონს უნდა ახსოვდეს. იმისთვის, რომ კისრის და ნიკაპის კანი ელასტიური, ლამაზი და მოვლილი იყოს შეგიძლიათ აი ეს რეცეპტები გამოიყენოთ.
1 ჭიქა წყალშს 1 ს/კ ლიმონის წვენი, 1 ს/კ სამედიცინო სპირტი და 1 ჩ/კ მარილი შეურიეთ. კისრის კანი გაწმინდეთ და ბამბის ტამპონით მომზადებული ნარევი კისერზე წაისვით. ის არ ჩამოიბანოთ. ცოტა ხანში, მკვებავი კრემი წაისვით. ეს პროცედურა კვირაში სამჯერ ჩაიტარეთ და 1 თვეში კისერი იდეალურ მდგომარეობაში გექნებათ.
კისრის კანის ელასტიურობისთვის ასევე აი, ეს რეცეპტიც გამოიყენება. მოამზადეთ მარილიანი წყალი ( 1 ჩ/კ მარილი 1 ჭიქა წყალზე) და მასში ბინტი დაასველეთ. დაიდეთ ის პრობლემურ არეზე ნახევარი საათით და მშრალი ბინტისგან სახვევი გააკეთეთ. პროცედურა კვირაში ორჯერ გაიმეორეთ.