9 ხერხი იმისა, თუ როგორ უნდა გავიწმინდოთ ორგანიზმი ლიმონის საშუალებით!

1264

აუცილებელია ზიანის მომტანი რაღაცები ჩვენი ორგანიზმიდან განვდევნოთ. ეს არც ისე ძნელია, რადგან ლიმონი ყველა ოჯახშია.

გთავაზობთ 9 საშუალებას, რომელიც თქვენი ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის ლიმონის საშუალებით!

1. დაიწყეთ დილა სმუზით

საუზმე მნიშვნელოვანია. საჭმელი, რომელსაც დილაობით ვჭამთ. ის მეტაბოლიზმის სიჩქარეს მთელი დღის განმავლობაში განსაზღვრავს.
დაიწყეთ დღე სმუზებით. თუ გსურთ გაზარდოთ მეტაბოლიზმის სიჩქარე და ორგანიზმიდან ტოქსინები გამოყოთ, მოამზადეთ ლიმონის სმუზი და დალიეთ.

2. დაუმატეთ საჭმელს გემოსთვის

ყველა საჭმელი ხდება გემრიელი, თუ ლიმონის წვენს დაუმატებთ. ამის შემდეგ საჭმელს მარილის ნაცვლად, ლიმონის ნაჭრები დააწურეთ.

3. გაიკეთეთ ტონიკი

თუ სწრაფი დეტოქსიკაცია გჭირდებათ, მოიმზადეთ ამგვარი ტონიკი: აურიეთ 1 ლიმონის წვენი და ½ ჩ/კ თაფლი ერთმანეთს, დაამატეთ ცოტაოდენი პილპილი, 1 სკ ვაშლის ძმარი და ცოტაოდენი ცივი გაფილტრული წყალი. გაღვიძების შემდეგ დალიეთ ხოლმე.

4. სალათების მოსართავი თქვენ თვითონვე გააკეთეთ

მაიონეზის ან სხვა მსგავსი რამის ყიდვის ნაცვლად, ლიმონის წვენი, თაფლი და ზეითუნის ზეთი აურიეთ ერთმანეთს. შემდეგ კი სალათას მოასხით.

5. ლიმონის პასტა გააკეთეთ

თუ ჭარბი ტოქსინებისგან, თქვენი კანიც იტანჯება, ლიმონის წვენი და კურკუმა აურიეთ იქამდე, სანამ სქელ მასას არ მიიღებთ. ჭამეთ ყოველდილით, უზმოზე.

6. დალიეთ ლიმონის წყალი

თბილი წყალი ლიმონით აუმჯობესებს მონელების პროცესს და აჩქარებს დეტოქსიკაციას. შეგიძლიათ დაამატოთ კიტრის რამდენიმე ნაჭერიც.

7. აურიეთ ლიმონი და კოჭა

ლიმონისა და კოჭას ნაზავი დეტოქსიკაციის პროცესს მაქსიმალურად ეფექტურს ხდიან. აუცილებელია ეს სასმელი მიირთვათ წელიწადის ცივ დროს და გრიპების ეპიდემიის პერიოდში.

8. დალიეთ ლიმონის ჩაი

თუ მწვანე ჩაი გიყვართ, დაუმატეთ ლიმონის რამდენიმე ნაჭერი. ვიტამინი C-ს წყალობით, ეს იმუნიტეტს გააუმჯობესებს.

9. ხილის ფრეშს დაუმატეთ ლიმონის წვენი

თუ ხილის ფრეში გიყვართ, არ დაგავიწყდეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი დაუმატოთ. ეს აგავსებთ ვიტამინებით და მიკროელემენტებით.

frenis kompensacia
frenis kompensacia