დაფნის ფოთოლის უნიკალური თვისებები. გაიგეთ მეტი ამ საოცარი მცენარის შესახებ
დაფნის ფოთოლი სამკურნალოდ უძველესი დროიდან გამოიყენება. ის ეფექტური სამკურნალო მცენარეა. დაფნის ფოთლის მთავარი საიდუმლო მის შემცველობაში არსებული ეთერზეთი, ორგანული მჟავები და ტანინებია. ის ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომელსაც უამრავი ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს!
დაფნის ფოთოლი ყველა სამზარეულოში მოიძებნება, გარდა უნიკალური არომატისა, ამ მცენარეს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს, გთავაზობთ საინტერესო ინფორმაციას, გაიგეთ რატომ არის სასარგებლო ჯანმრთელობისთვის დაფნის ფოთოლი და როგორ უნდა გამოიყენოთ ის!
რევმატიზმი
რევმატიზმის დროს – 3-4 დაქუცმაცებულ დაფნის ფოთოლს შეურიეთ 2 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი, 30 წუთი გააჩერეთ წყლის ორთქლზე, გააცივეთ და წაისვით მტკივნეულ ადგილზე.
დიაბეტი
დაფნის ფოთლის დახმარებით შეგიძლიათ შეამციროთ შაქრის დონე. თერმოსში ჩააგდეთ 10 ც ფოთოლი, დაასხით 3 ჭ ადუღებული წყალი. ნაყენი მზად იქნება 3 საათის შემდეგ. მიირთვით მომზადებული მიქსტურის ნახევარი ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ოფლიანობა
ფეხის უსიამოვნო სუნისა და ოფლიანობის მოსაცილებლად 30 დაფნის ფოთოლს დაასხით 300 მილილიტრი მდუღარე წყალი, დააყენეთ სამი საათის განმავლობაში, შემდეგ გადმოღვარეთ თბილი წყლით სავსე თასში და გაიკეთეთ ფეხის აბაზანა.
პირის არასასიამოვნო სუნი
დაფნა პირიდან არასასიამოვნო სუნის გაქრობაშიც დაგეხმარებათ, ამისთვის დღეში რამდენჯერმე უნდა დაღეჭოთ დაფნის ფოთოლი.
წონის კლება
დააქუცმაცეთ 5-6 ც ფოთოლი და დაასხით 1 ჭ ცივი წყალი. გააჩერეთ მთელი ღამით. დილით წამოადუღეთ 15 წუთის განმავლობაში, გააჩერეთ ნაყენი 30 წუთით და შემდეგ გაწურეთ. დალიეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 3-ჯერ.
კანი
დაფნის ფოთოლს ანტიმიკრობული თვისებები გააჩნია და შესაბამისად, მისი გამოყენება ეფექტურია კანის დაავადებების დროს. დააქუცმაცეთ დაფნის ფოთოლი ისე, რომ მიიღოთ 1.5 ს/კ ფქვილის მასა. დაასხით მას 1 ჭ მცენარეული ზეთი და შედგით მაცივარში 1 კვირის განმავლობაში. შეიზილეთ მომზადებული საშუალება პრობლემურ არეზე დრეში 2-ჯერ.
შენიშვნა: მეძუძური დედებისთის, ორსულებისა და კუჭის წყლულით დაავადებული ადამიანებისთვის ეს რეცეპტები არ არის რეკომენდირებული!
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.