ყველის და კარტოფილის კრემ-სუფის ეს რეცეპტი ყველა წვნიანს დაგავიწყებთ

587
ამ სტატიაში გაგაცნობთ უგემრიელესი კრემ-სუფის რეცეპტს, რომელიც მზადდება გამომცხვარი გოგრის, კარტოფილისა და მდნარი ყველისგან.

საჭირო ინგრედიენტებია:

  • გოგრა - 1/4
  • ბულიონი ან წყალი
  • კარტოფილი - 200 გ
  • მდნარი ყველი - 1 შეკვრა (170-200 გ)
  • პაპრიკა, შებოლილი - მწიკვი, ან დაფქული პაპრიკა 0,5 ჩ/კ
  • დაფქვილი წითელი წიწაკა - მწიკვი
  • ტკბილი ჩილი-სოუსი

მომზადების ინსტრუქცია ასეთია:

დაჭრილი და თესლებისგან გაწმენდილი გოგრა შეწვით ღუმელში 180 გრადუს ტემპერატურაზე. შეწვის შემდეგ მოაცალეთ გოგრას კანი. შემდეგ გარეცხილი და გაფრცქვნილი კარტოფილი უნდა დაჭრათ პატარა კუბიკებად და ჩაყაროთ ქვაბში შემწვარ გოგრასთან ერთად, მერე კი ამ ქვაბში ჩაასქით წყალი ან ბულიონი იმდენი რაოდენობით, რომ მთლიანად დაიფაროს პროდუქტები. ამის შემდეგ ქვაბი დადგით მოსახარშად გაზზე და ხარშეთ კარტოფილის მოხარშვამდე, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. მომზადების შემდეგ ჩაუმატეთ ჩილი, პაპრიკა და მდნარი ყველი. შემდეგ ათქვიფეთ ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ბოლოს გასინჯეთ და გემოვნების მიხედვით დაუმატეთ მარილიც.

frenis kompensacia
frenis kompensacia