როგორ მოვუაროთ ფულის ხეს. საინტერესო რჩევები თქვენთვის

979

როგორ მოვუაროთ ფულის ხეს. საინტერესო რჩევები თქვენთვის

ეს რჩე­ვა კი ყვე­ლას­თვის ნაც­ნობ ე.წ. "ფუ­ლის (ჯუჯა) ხეს" შე­ე­ხე­ბა. ბევ­რის­გან გა­მი­გია წუ­წუ­ნი,ვი­ყი­დე, გა­ვა­ხა­რე და ხე­ი­რი მის­გან მა­ინც არ მი­ნა­ხი­აო. თურ­მე ნუ იტყვით, ფუ­ლის ხეს მორ­წყვა-გა­დარ­გვას­თან ერ­თად სპე­ცი­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა ესა­ჭი­რო­ე­ბა სა­ი­მი­სოდ, რომ მან თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ბა­რა­ქა და ფუ­ლა­დი შე­მო­დი­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოს.

1. არა­სო­დეს შე­ი­ძი­ნოთ "ფუ­ლის ხე" მა­ღა­ზი­ა­ში ან გზა­ზე მდგარ ყვა­ვი­ლე­ბის გამ­ყიდ­ველ­თან. საქ­მე იმა­შია, რომ ამ მცე­ნა­რეს ჩა­ნა­სახ­ში­ვე ესა­ჭი­რო­ე­ბა ენერ­გე­ტი­კუ­ლი მუხ­ტი, რო­მელ­საც იგი მდი­დარ ოჯახ­ში იღებს. ამი­ტომ გე­ყოთ სი­თა­მა­მე და მდი­დარ, შეძ­ლე­ბულ მე­გო­ბარ-ნაც­ნო­ბებს სთხო­ვეთ "ფუ­ლის ხის" ნერ­გი, ან სუ­ლაც მა­ლუ­ლად მო­ა­ტე­ხეთ ტო­ტით მათ სახ­ლში გა­ხა­რე­ბულ მცე­ნა­რეს. ვო­ლო­დი­ნა ამ­ბობს, რომ ასე­თი "შე­ნა­ძე­ნი" სა­მო­მავ­ლოდ სტა­ბი­ლურ ფი­ნან­სებს გპირ­დე­ბათ - ასე ვთქვათ, "გად­მო­ი­ყო­ლებს" იგი წინა ოჯა­ხის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ხვა­ვა­სა და ბა­რა­ქას თქვენს ოჯახ­ში.

2. ქო­თან­ში, რო­მელ­შიც "ფუ­ლის ხეს" ჩარ­გავთ, მის უშუ­ა­ლო გა­დარ­გვამ­დე მო­ამ­ზა­დეთ სპე­ცი­ა­ლუ­რი ნი­ა­და­გი - ჩა­თე­სეთ მას­ში სამი რკი­ნის მო­ნე­ტა. მხო­ლოდ ამის შემ­დგომ მი­უ­ჩი­ნეთ ქოთ­ნის უშუ­ა­ლო მფლო­ბელს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი. ფუ­ლის ენერ­გე­ტი­კას "ფუ­ლის ხე" ფეს­ვე­ბი­დან­ვე აი­ღებს, რაც სა­მო­მავ­ლოდ თქვენს ფი­ნან­სურ კე­თილ­დღე­ო­ბას წა­ად­გე­ბა.

3. ალ­ბათ ბევ­რს სა­სა­ცი­ლოდ არ ეყო­ფა, მაგ­რამ პრაქ­ტი­კა­ზე აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი ფაქ­ტია - მათ, ვი­საც "ფუ­ლის ხეს­თან" ინ­ტენ­სი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია გა­აჩ­ნდა (მორ­წყვის დროს ფოთ­ლებს უწ­მენნ­და, ელა­პა­რა­კე­ბო­და, ზრუ­ნავ­და მას­ზე), გა­ცი­ლე­ბით მალე ეწ­ვი­ათ ფი­ნან­სუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა. ასე რომ, გახ­სოვ­დეთ მე­გობ­რე­ბო, მცე­ნა­რე­ე­ბი გრძნო­ბენ ჩვენს ენერ­გე­ტი­კას და ჩვე­ნი მათ­და­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რი ენერ­გი­ით გვა­ჯილ­დო­ე­ბენ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

frenis kompensacia
frenis kompensacia