როგორ შევამციროთ ქოლესტერინის დონე სისხლში. გაითვალისწინეთ ეს რჩევები

1093

როგორ შევამციროთ ქოლესტერინის დონე სისხლში. გაითვალისწინეთ ეს რჩევები

საშიშია არა სისხლში არსებული ქოლესტერინი, არამედ ის, რომელიც სისხლძარღვის კედელზე გროვდება, ამიტომ როცა სისხლში მომატებულ ქოლესტერინთან ბრძოლას დაიწყებთ, ნუ იფიქრებთ, რომ ამით ათეროსკლეროზს ებრძვით.

საერთოდ, ქოლესტერინთან ბრძოლა, როგორც ასეთი, უაზრობაა. ამ ნივთიერების გარეშე ორგანიზმი ვერ იარსებებს – ეს მისი სამშენებლო მასალაა. ტვინის ყველა უჯრედული სტრუქტურა და ქსოვილი შეიცავს ქოლესტერინს და მის გარეშე ცენტრალური ნერვული სისტემა ფუნქციობას ვერ შეძლებს. მაგრამ ქოლესტერინის ნორმალურ დონეზე შესანარჩუნებლად ზრუნვა მაინც საჭიროა.

გთავაზობთ სხვადასხვა რჩევებს, თუ როგორ უნდა შეამციროთ ქოლესტერინის დონე სისხლში:

ეცადეთ, მკვეთრად შეამციროთ ნაღების კარაქის მოხმარება. ამ შემთხვევაში ქოლესტერინი 2-4 კვირის განმავლობაში ნორმას დაუბრუნდება.
კარგი იქნება, თუ უარს იტყვით ნაღებზე, არაჟანზე, ცხიმიან ყველსა და კვერცხზე. მიირთვით სოიის პროდუქტები. ეს ცილოვანი დიეტაა.
 ღორის ქონის მოყვარულებს უნდა ახსოვდეთ, რომ ის მდიდარია ქოლესტერინით;
დაიცავით ცხიმების ბალანსი. თუ ცხოველური ცხიმის წილი რაციონში მესამედს არ აღემატება, ქოლესტერინის სიჭარბე არ შეგაწუხებთ.
 თუ ქოლესტერინის შემცველობა ნორმაზე გაცილებით მაღალია, მასთან დამოუკიდებლად ბრძოლას არ გირჩევთ, უმჯობესია, ექიმს მიმართოთ.
  იმუნოლოგები და ბიოლოგები გვირჩევენ, ქოლესტერინის დონის შესამცირებლად (ცელულიტის შესამცირებლადაც) ყოველდღიურ რაციონში შევიტანოთ გრეიპფრუტი და სხვა ციტრუსები, ასევე, მათი ახალგამოწურული წვენი. ძალიან ეფექტურია წვენების ხუთდღიანი პროგრამა, რომელიც თავდაპირველად ცელულიტის საწინააღმდეგოდ შემუშავდა, მაგრამ შედეგებმა აჩვენა, რომ არანაკლებ ეფექტურია ქოლესტერინის მოსაწესრიგებლადაც:
პირველი დღე: 130 გრამი სტაფილოს წვენი, 75 გრამი ნიახურის ფესვების წვენი;
მეორე დღე: 100 გრამი სტაფილოს წვენი; 70 გრამი ჭარხლის წვენი (მიღებამდე 1,5-2 საათით გააჩერეთ მაცივარში), 70 გრამი კიტრის წვენი;
მესამე დღე: 130 გრამი სტაფილოს წვენი, 80 გრამი ნიახურის წვენი, 70 გრამი ვაშლის წვენი;
მეოთხე დღე: 130 გრამი სტაფილოს წვენი, 50 გრამი კომბოსტოს წვენი;
მეხუთე დღე: 130 გრამი ფორთოხლის წვენი.
ასევე, გთავაზობთ რამდენიმე ნაყენის რეცეპტს:
1 სუფრის კოვზ სიმინდის თმას დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათი და გაფილტრეთ. მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი სამ საათში ერთხელ.
1 სუფრის კოვზ მრავალძარღვას ფოთლებს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10 წუთი, გაფილტრეთ და დღის განმავლობაში სვით.

2 ჩაის კოვზ სალბის ფოთლებს დაასხით ორი ჭიქა მდუღარე წყალი, ნახევარი საათის შემდეგ გაფილტრეთ და მიიღეთ 2 სუფრის კოვზი 2 საათში ერთხელ.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

frenis kompensacia
frenis kompensacia