ეს ეთერზეთები დამსკდარ ქუსლებს სამუდამოდ დაგავიწყებთ. ყველაზე იაფი და ეფექტური მეთოდი
ქუსლების დახეთქვა ქვედა კიდურების ერთ-ერთი იმ პრობლემათაგანია, რომლებიც ხანგრძლივ და სერიოზულ უსიამოვნებებს უდებს სათავეს.
ქუსლებზე ნახეთქების გაჩენისას ადამიანი განიცდის დისკომფორტს, მჭრელ და მჩხვლეტ ტკივილს, ქუსლები ისე ეწვის, თითქოს გახურებულ ქვიშაზე იდგეს, კანი უუხეშდება და უსქელდება, საგულდაგულო დათვალიერებისას კარგად ჩანს თავდაპირველად წვრილი, მოკლე ბზარები, რომლებიც შემდეგ გრძელდება და ღრმა ნახეთქებად იქცევა.
როგორ ვუშველოთ დახეთქილ ქუსლებს? ამაში ეთერზეთები დაგეხმარებათ
ეთერზეთები უძველესი დროიდან გამოიყენება თავის მოვლისთვის. ისინი არაჩვეულებრივად მოქმედებენ კანზე, თმებზე, და მათ შორის, ნერვულ სისტემაზეც. დღეს კი გასწავლით, თუ რომელი ეთერზეთებია კარგი დამსკდარი ქუსლების სამკურნალოდ და როგორ უნდა გამოიყენოთ ისინი. გაითვალისწინეთ, რომ ამ ეთერზეთების შეძენას ნებისმიერ აფთიაქში საკმაოდ მისაღებ ფასად შეძლებთ.
პიტნის ეთერზეთი- საუკეთესო საშუალებაა კანის დასარბილებლად და დაზიანებული კანის აღსადგენად. მას, ასევე, გააჩნია ანტიბაქტერიული თვისება.
ლავანდის ეთერზეთი- მისი ანტისეპტიკური თვისებებიდან გამომდინარე, ის აქტიურად გამოიყენება ნახეთქების და ჭრილობების სამკურნალოდ.
დარიჩინის ეთერზეთი- მისი 80% კარბოლის მჟავისგან შედგება, რომელსაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული და ანტიოქსიდანტური თვისებები. ამიტომ, ეს ეთერზეთი არა მხოლოდ აღადგენს დახეთქილ ქუსლებს, არამედ ინფექციის გაჩენას უშლის ხელს.
ორეგანოს ეთერზეთი- ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებების გამო, ორეგანოს ეთერზეთი ამცირებს ფეხზე სოკოს გაჩენის რისკს. ამიტომ, თქვენი ქუსლების პრობლემა კიდევ უფრო სერიოზულ დაავადებაში რომ არ გადაიზარდოს, გამოიყენეთ ეს ეთერზეთი.
ლიმონის ეთერზეთი- ის ამშვიდებს კანს და აშორებს მას ტოქსინებს, რაც კანის გაჯანსაღებას უწყობს ხელს.
როგორ უნდა გამოიყენოთ ეთერზეთები?
ეთერზეთების პირდაპირ კანზე დატანა არ შეიძლება. ამოარჩიეთ თქვენთვის სასურველი ერთ-ერთი ან რამოდენიმე ეთერზეთი (საჭიროების მიხედვით) და შეურიეთ რამდენიმე წვეთი ზეითუნის, ქოქოსის ან ნებისმიერ ნატურალურ ზეთს. ეს ნაზავი ყოველ ღამით, დაბანის შემდეგ, წაისვით პრობლემურ ადგილზე. რამდენიმე კვირაში დახეთქილი ქუსლები აღარ შეგაწუხებთ.
შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.