ბრინჯის ნიღაბი სახის კანისთვის. აი, თურმე რა ყოფილა იაპონელი ქალების ახალგაზრდობის საიდუმლო

8798

ბრინჯის ნიღაბი სახის კანისთვის. აი, თურმე რა ყოფილა იაპონელი ქალების ახალგაზრდობის საიდუმლო

ბრინჯი საკმაოდ პოპულარული პროდუქტია იაპონიაში თავის მოვლის სფეროში. იაპონელი ქალების უბერებელი და ბრწყინვალე კანის სწორედ ბრინჯის დამსახურებაა. დღეს გასწავლით სწორედ იმ ნიღაბს, რომელსაც იაპობელი ქალები იყენებენ. ნიღაბი ნაცადია და მართლაც საოცარი ეფექტი აქვს.რაც მთავარია, მარტივად მოსამზადებელია და აბსოლუტურად ყველასთვის ხელმისაწვდომი.

2 სადილის კოვზი ბრინჯი მოხარშეთ ბევრ წყალში (გაითვალისწინეთ, წყალი იმდენი უნდა იყოს, რომ ბოლომდე არ ჩაშრეს. ნახარში დაგჭირდებათ). ხარშეთ იმდენ ხანს, სანამ ბრინჯი არ ჩაიშლება. შემდეგ გადაწურეთ და ნახარში შეინახეთ.

ახლა დაუმატეთ ერთი ჭიქა რძე და კიდევ ხარშეთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ გააგრილეთ, დააბლენდერეთ, რომ თანაბარი ფაფის მასა მიიღოთ და დაიდეთ სახეზე. გაიჩერეთ იქამდე, სანამ მთლიანად არ გაშრება ნიღაბი. ჩამოიშორეთ შენახული ბრინჯის ნახარშით, ცოტა ხანს ისიც შეიშრეთ და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბის მთლიანად მოშორების შემდეგ არ დაგავიწყდეთ მკვებავი კრემის წასმა.

დარჩენილი ნიღაბი შეინახეთ მაცივარში. ის თავისუფლად გეყოფათ 3 დღე. სწორედ ამდენჯერ უნდა გაიკეთოთ ნიღაბი – 3 დღე მიყოლებით და გაიმეორეთ ერთი თვის მანძილზე კიდევ ერთხელ.

გარდა იმისა, რომ ნიღაბს ბოტოქსის ეფექტი აქვს და ასწორებს წვრილ ნაოჭებს, ის აუმჯობესებს კანის ფერსაც.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

frenis kompensacia
frenis kompensacia