ნიღაბი სახელად “ახალგაზრდობა”. მისი შედეგით ყველა გაოცებულია

2605

ნიღაბი სახელად "ახალგაზრდობა". მისი შედეგით ყველა გაოცებულია

ასაკში შესვლის შემდეგ კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. თუმცა სილამაზისთვის სულაც არაა საჭირო დიდი რაოდენობით დროისა და ფულის ხარჯვა. არსებობს სახის ნიღაბი, რომელიც საკმაოდ მარტივი ინგრედიენტებისგან მზადდება, ნაოჭებს ჭიმავს, კანს აცოცხლებს  და  ბოტოქსის ეფექტი აქვს.

თქვენ დაგჭირდებათ:

ზეითუნის ზეთი- არაჩვეულებრივად ატენიანებს და კვებავს კანს

თაფლი – კანისთვის, ძალიან სასარგებლო პროდუქტი, რომელიც ანტიბაქტერიული თვისებებით ხასიათდება

კვერცხის გული – მდიდარია სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით, განსაკუთრებით კი A ვიტამინით, რომელსაც საკმაოდ დადებითი გავლენა აქვს კანზე.

ვაზელინი – მოქმედებს ამ კომპონენტების დამაკავშირებელი ნივთიერების სახით, რომლის ნარევში დამატებითაც იქმნება მსუბუქი, მარტივად გამოსაყენებელი კრემის კონსისტენცია. გარდა ამისა, ვაზელინი არაჩვეულებრივად ატენიანებს კანს და იცავს მას გარემოს მავნე ფაქტორების უარყოფითი ზემოქმედებისგან.

სახის გამაახალგაზრდავებელი საცხი კი ასე უნდა მოამზადოთ: პირველ რიგში, აბაზანა – აიღეთ ქვაბი, ნახევრამდე აავსეთ წყლით და ჩადგით მასში ცეცხლგამძლე ჭურჭელი, რომელშიც 2 ჩაის კოვზი ვაზელინი იქნება მოთავსებული. როდესაც წყლის აბაზანა ადუღდება და ვაზელინი ბოლომდე გადნება, გამორთეთ ცეცხლი და მუდმივი მორევით, დაამატეთ ჭურჭელში დარჩენილი ინგრედიენტები – 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 კვერცხის გული და 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი. მას შემდეგ, რაც ყველა კომპონენტი ერთმანეთში ბოლომდე გაიხსნება, მოათავსეთ ეს მასა თქვენთვის მოსახერხებელ კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში.

გამოყენებამდე, კარგად შეათბეთ კრემი ორივე ხელის გულზე, გადაისვით სახეზე და რამდენიმე წუთის განმავლობაში გაიკეთეთ სახის კანის მსუბუქი მასაჟი. დაიტოვეთ გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი 1 საათით და შემდეგ გვირილის ნაყენით ან მინერალური წყლით ჩამოიბანეთ.

თუ ამ პროცედურას კვირაში ორჯერ ჩაიტარებთ, სასიამოვნო ცვლილებები არ დააყოვნებს და თავადვე ნახავთ, რომ მხოლოდ თავად შეგიძლიათ საკუთარ კანს დაეხმაროთ ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში და თან, საკმაოდ მარტივი და იაფფასიანი, ნატურალური პროდუქტებით.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

frenis kompensacia
frenis kompensacia