ამ რეცეპტების გამოყენებით თქვენი თმა იდეალური გახდება – შედეგი გარანტირებულია!

8685

ამ რეცეპტების გამოყენებით თქვენი თმა იდეალური გახდება - შედეგი გარანტირებულია!

ლამაზი და ჯანსაღი თმა ქალის ღირსებად ითვლება, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად ჩვენი თმა არც თუ ისე კარგ მდგომარეობაშია, ყოველდღიურად ფენის გამოყენება, დახვევა, გასწორება, არასწორი კვება, მაღალი კონცენტრაციის ქიმიური შემადგენლობის საშუალებები, ამინდი, ცუდი ეკოლოგია- ეს იმ მიზეზების მცირე ჩამონათვალია, რაც ჩვენს თმაზე ახდენს ზეგავლენას.
ამ პრობლემების მოსაგვარებლად არსებობს უამრავი ძვირად ღირებული თმის მოვლის საშუალება, მაგრამ ჩვენი რჩევების გათალისწინებით შეგიძლიათ სასურველ შედეგს ბუნებრივი მეთოდებით და რაც მთავარია ზედმეტი დანახარჯების გარეშე მიაღწიოთ.
ამ რეცეპტების საშუალებით თქვენი თმა გახდება ხშირი, ლამაზი, მბზინვარე და რაც მთავარია ჯანსაღი.

თმის აღმდგენი რეცეპტები:

1. თუ მაცივარში გაქვთ კეფირი ან თუნდაც მაიონეზი, ისინი თმის მოვლისთვის აუცილებლად გამოგადგებათ.
წაისვით ამ ორი პროდუქტიდან ერთ-ერთი თმის ძირებზე, შემდეგ დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი, შეფუთეთ ის ტილოს გამოყენებით და გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. უმჯობესია თმა ჩამოიბანოთ არა შამპუნით, არამედ ბალახების ნაყენით, რომელსაც რამდენიმე წვეთ ძმარსაც დაუმატებთ. ეს ნიღაბი კარგად გაასუფთავებს ძირებს და ამაგრებს მათ.

2. ძალიან პოპულარული გახდა თმის კერატინით გასწორება, მაგრამ სამწუხაროდ ეს ძვირი სიამოვნებაა. არსებობს მეთოდი, რომელიც თმას მსგავს ეფექტს აძლევს.
შამპუნს დაუმატეთ 1 კვერცხი, 1 ს/კ მშრალი ჟელატინი და 1 ჩ/კ კონიაკი. კარგად აურიეთ, რომ არ დარჩეს გაუხსნელი ნივთიერებები და შემდგე წაისვით ეს მასა თმაზე. ამ პროცედურის შემდეგ თმა მომენტალურად ხდბა ხშირი და მბზინვარე.

3. თუ ეფექტურ და იაფ საშუალებას ეძებთ თქვენი თმისთვის, მაშინ აუცილებლად უნდა წახვიდეთ აფთიაქში და შეიძინოთ ვიტამინი А, Е ან В. საჭიროა მხოლოდ შამპუნის დამატება მათზე, ( 1 აბი 1 გამოყენებაზე) ამის შემდეგ თქვენი თმა დამყოლი და ჯანსაღი გახდება. ვიტამინების ალტერნატივად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ეთერზეთი, განსაკუთრებით ლიმონისა და ლავანდის ზეთები.

4. საკმაოდ ეფექტურია ძველი მეთოდებიც- თმის დარბილება სხვადასხვა ბალახით. (გვირილა , ოროვანდი, ჭინჭარი)
თუ გსურთ მცენარეული ნაყენის მომზადება, არჩეულ მცენარეს დაასხით ადუღებული წყალი (3-4 კოვზ გამხმარ მცენარეს 1 ლიტრი წყალი) და 2 საათის შემდეგ ის უკვე შეგიძლიათ გამოიყენოთ. თქვენი თმა გახდება ფაფუკი, რბილი და დამყოლი. თმის დარბილება ხილის ძმარითაც შეგიძლიათ.

5. თუ გამუდმებით გაყოფილ ბოლოებს ებრძვით, მაგრამ ყოველ ჯერზე ნიღბების წასმა გეზარებათ, შეგიძლიათ ძალიან მარტივად მოაგვაროთ ეს პრობლემაც. თქვენ დაგჭირდებათ ოროვანდის, აბუსალათინის ან სელის ზეთი (იყიდება აფთიაქებში), რომლებსაც წაისვამთ თმის ბოლოებზე. გაითვალისწინეთ, რომ მისი ჩამობანა საჭიროა რამოდენიმეჯერ, რათა კარგად გაეცალოს თმას.

6. მარილი დაგეხმარებათ თმის ყოველდღიურ მოვლაში. შეიზილეთ მარილი (უმჯობესია იოდიზირებული მარილი) სველ თმაზე შემდეგ კი კარგად ჩამოიბანეთ, წაისვით ბალზამი ან ნიღაბი. შედეგად მიიღებთ რბილ თმას, რომელიც აღარ დაგცვივათ.

7. ამ საშუალებას ,,ბოშების ბალზამს“ უწოდებენ, აიღეთ საშუალო ზომის ხახვი, დაჭერით რგოლებად და ჩაყარეთ ნახევარ ჭიქა რომში ერთი დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ ამოიღეთ ხახვის ნაჭრები და დარჩენილი სითხე თავის კანზე შეიზილეთ. თმის ცვენის დროს ეს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდად ითვლება.

8. თუ სახლში მოგეპოვებათ ასპირინი, მაშინ თქვენ შეგიძლიათ ის თმისთვის გამოიყენოთ. აიღეთ 2 აბი ასპირინი და დაუმატეთ თქვენს შამპუნს, ამის შემდგე თმას დაივარცხნით ძალიან მარტივად. შედეგი გარანტირებულია!

9. 2 ს/კ კონიაკი და კვერცხის გული კარგად აურიეთ ერთმანეთში, მიღებული მასა წაისვით თმაზე და შეიფუთეთ თავი პოლიეთილენითა და ტილოს დახმარებით. გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ. შედეგს პირველივე გამოყენებისას დაინახავთ.

(ჩამოთვლილი პროცედურები რეკომენდირებულია ჩაიტაროთ კვირაში 1-2 ჯერ)

არაა აუცილებელი უამრავი თანხა და დრო ხარჯოთ სილამაზის სალონებში,მაშინ, როდესაც შეგიძლიათ სახლის პირობებში გახადოთ თქვენი თმა ჯანსაღი.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

frenis kompensacia
frenis kompensacia