როგორ მოვიშოროთ სხეულიდან თმა სამუდამოდ ხალხური მეთოდით!
თუ სხეულზე გაქვთ არასასურველი თმა და გსურთ მისი მოშორება, შეგიძლიათ მიმართოთ თანამედროვე საშუალებებს, როგორიცაა: დეპილაციის კრემები, ფოტოეპილაცია, თმის ლაზერით მოშორება და სხვა.
მაგრამ ჩამოთვლილი მეთოდების უმრავლესობა ითხოს დიდ ფინანსურ დანახარჯებს, პროცედურათა რამდენჯერმე გამეორებას და მაინც არ იძლევა თმის სამუდამოდ მოშორების გარანტიას, ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე ხალხურ მეთოდს, რომლებიც შეიძლება გამოგადგეთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
ფიჭვის კაკალი
აიღეთ ფიჭვის კაკლის გარსი, ცოტახნით მოადუღეთ ცხელ წყალში და დატოვეთ ნახევარი საათის განმავლობაში. მიღებული ნაზავი წაისვით არასასურველი თმის ზრდის ადგილზე, შემდეგ კი ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით თბილი წყლით. მოცემული პროცედურა გაიმეორეთ რამდენჯერმე და ცოტა ხანში თქვენ შეამჩნევთ არასასურველი თმის საგრძნობლად კლებას. რამდენიმე კვირის შემდეგ ნახავთ, რომ თმები სრულად გაქრება. მოცემული მეთოდი გამოირჩევა სიმარტივით, გავრცელებითა და უსაფრთხოებით. ფიჭვის კაკლის მაგივრად ასევე შეიძლება ჩვეულებრივი (ბერძნული) კაკლის გამოყენება.
ჭინჭრის თესლი
შეაგროვეთ დაახლოებით 400 გრამი თესლი, მოხარშეთ რამე ჭურჭელში და დაუმატეთ 100 მლ მზესუმზირის ზეთი. მიღებული ნაზავი დატოვეთ ბნელ ადგილას 2 თვის განმავლობაში. 2 თვიანი პერიოდის დასრულების შემდეგ მიღებული სითხე ფრთხილად წაისვით პრობლემურ ადგილებზე. თუ მოცემულ მეთოდს გამოიყენებთ რეგულარულად, მაშინ ზედმეტი თმები 1 თვის შემდეგ სამუდამოდ გაგიქრებათ.
ცხენის წაბლი
გაავსეთ ცხენის წაბლის ნაყოფით 1 ჭიქა, მოაცალეთ გარსი, დაუმატეთ 600 მლ ადუღებული წყალი და დადგით ცეცხლზე, თან მოურიეთ. იმის შემდეგ, რაც წყალი აორთქლდება, მიღებული მასა გააციეთ და წაისვით სხეულის იმ ნაწილზე, რომელსაც ესაჭიროება ეპილაცია.
აბუსალათინის ზეთი
აიღეთ 5 გრამი აბუსალათინის ზეთი, დაახლოებით 5 გრამი ნიშადურის სპირტი, 2 გრამი იოდი და 30 გრამი სპირტი. საგულდაგულოდ აურიეთ ერთმანეთში და ფრთხილად წაისვით კანზე. მიღებული ნაზავი გაიჩერეთ სასურველ ადგილზე რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ კი მის მოსაშორებლად შეგიძლიათ გამოყენოთ როგორც თბილი წყალი, ასევე სველი ხელსახოცი. მოცემული საშუალება საკმაოდ ეფექტურია, მას აქვს დაახლოებით 1 წლიანი ეფექტი, მაგრამ მისი თანმიმდევრული გამოყენების შემთხვევაში (დღეში 2ჯერ) შესაძლებელია მუდმივი ეფექტის მიღება.
შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.