ნიგოზის სასარგებლო თვისებები. აი, რატომ უნდა ჭამოთ ის ხშირად
ნიგოზის სასარგებლო თვისებები ყველასთვის ცნობილია. იგი ტვინის მკვებავი, ენერგიის აკუმულატორი და უნივერსალური წამალია. კაკლის ფოთლებში შედის ფლავონოიდები, გლიკოზიდები, C ვიტამინი, კაროტინი, ეთერზეთები, ორგანული მჟავები და სხვა. ახალი ნაყოფის მწვანე ქერქში აღმოჩენილია A, B, C, P ვიტამინები, ეთერზეთები, შაქარი და სხვა სასარგებლო ნივთიერებები. ის ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.
მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ნიგოზი ასტიმულირებს სისხლძარღვების მუშაობას. გარდა ამისა, ხელს უშლის სისხლში თრომბების წარმოქმნასა და არეგულირებს არტერიულ წნევას. ნაყენი, რომელიც მწვანე კაკლისგან მზადდება გამოიყენება გულის იშემიური დაავადებების – სტენოკარდიის, არითმიის, გულის შეტევის პრევენციისთვის და სამკურნალოდაც.
ნიგვზისგან დამზადებული ზეთი გამოიყენება კოსმეტოლოგიაში არა მხოლოდ სამკურნალო, არამედ კოსმეტიკური მიზნით. მას აქვს კანის გამაახალგაზრდავებელი ეფექტი, აძლიერებს თმასა და ფრჩხილებს. ამ ზეთს ახასიათებს რეგენერაციული თვისებები. ადვილად შეიწოვება, არ ტოვებს კვალს და კანს აბრეშუმივით ნაზს ხდის. ნიგვზის ზეთი ორგანიზმში იოდის დონეს აბალანსებს. იოდი კი, მოგეხსენებათ, ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს არეგულირებს. სწორედ მისი შემცველობის გამო გვიშავდება ხელები, როდესაც კაკალს ვარჩევთ.
ეს მიზეზები ხსნის, თუ რატომ არის კაკალი სასარგებლო პროდუქტების ჩამონათვალში. მისი მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაშია საშიში, თუ დიდი რაოდენობით შეჭამთ. საკმარისია, 3-5 ცალი კაკალი, რომ ლამაზი და ჯანმრთელი სხეული შეინარჩუნოთ. კაკალი დაგიცავთ ისეთი დაავადების გაჩენისგან როგორიცაა ათეროსკლეროზი, ნერვული აშლილობა და დიაბეტი. კაკალი საუკეთესოდ მოქმედებს თავის ტვინზე. მასში შემავალი ომეგა 3, ხელს უწყობს ტვინის უჯრედების გამართულ მუშაობას.
კაკალი გამოიყენება ანემიის და კუჭ-ნაწლავის სისტემის სამკურნალოდ. კაკალი ასტიმულირებს სისხლძარღვების მუშაობას, იცავს გულს, არეგულირებს წნევას და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას.
კაკლის უღელის ნახარშს აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება, ასევე საუკეთესოა ორგანიზმში სხვადასხვა ანთებითი პროცესების სამკურნალოდ. ასევე, სპირტზე დამზადებული კაკლის უღელის ნაყენი საუკეთესოა დაავადებების დროს როგორიცაა რადიკულიტი, კანის სხვადასხვა ტიპის ინფექციები და ა.შ.
გთავაზობთ რეცეპტებს:
უღლისა და 150 გრამი არყის ნარევი შვიდი დღის განმავლობაში მინის ჭურჭელში გააჩერეთ. მისი მიღების მინიმალური ვადაა 14 დღე, ხოლო მაქსიმალური – სამი თვე. მიღების წესი: 5 წვეთი ნაყენი გახსენით მეოთხედ ჭიქა წყალში და უზმოზე მიიღეთ.
უძილობის, ნევროზების სამკურნალოდ: დაახლოებით 40 გრამი კაკლის უღელი აურიეთ 250 გრამ არაყში. გააჩერეთ ორი კვირა, შემდეგ მიიღეთ დღეში სამჯერ 25–25 წვეთი.
ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალოდ: 200–250 გრამ კაკლის უღელს დაასხით 500 გრამი არაყი. ნარევი გააჩერეთ ორი კვირა. მიღების წესი: სამჯერ დღეში 30–30 წვეთი.
ნიგვზის ზეთი კანზე ახდენს რეგენერაციულ, მატონიზირებელ და გამაახალგაზრდავებელ ეფფექტს. ეს ზეთი შეიცავს უამრავ ვიტამინს და მიკრო ელემნტს, ამიტომ არაჩვეულებრივად კვებავს და ატენიანებს კანს. ნიგვზის ზეთი არაჩვეულებრივი საშვალებაა ცხიმიანი და შერეული ტიპის კანის მოსავლელადაც. ის ავიწროებს ფორებს და აქრობს ანთებას.
სახის მოვლა
ანთების საწინააღმდეგო ნიღაბი ნებისმიერი ტიპის კანისათვის: 2 სუფრის კოვზი გვირილის ნაყენი, 3–5 წვეთი ნიგვზის ზეთი და უფერული ხნა უნდა ავურიოთ ერთმანეთში არაჟნის კონსისტენციამდე. წავისვათ სახეზე, დავიტოვოთ 10 წუთი და ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.
ფრჩხილების გამაგრება
სასარგებლოა ნიგვზის ზეთი ფრჩხილებისთვის, ამისთვის გამოიყენეთ შემდეგი ნარევი: 3 ჩაის კოვზი ნიგვზის ზეთი აურიეთ 1 ჩაის კოვზ ლიმონის ზეთს. ყოველდღიურად შეიზილეთ ეს ნარევი ფრჩხილებზე.
თმის მოვლა
ნიგვზის ზეთი წარმატებით გამოიყენება თმის მოსავლელად. რეკომენდირებულია მისი მიღება შინაგანად და უშვალოდ თმებზეც. ნიღბის დასამზადებლად აურიეთ ათქვეფილი კვერცხი, 1 ჩაის კოვზი თხელი თაფლი და 2 სუფრის კოვზი ნიგვზის ზეთი. მიღებული მასა შეიზილეთ თავის კანზე, დაიხურეთ პოლიეთილენის პარკი და შემოიხვიეთ თბილი პირსახოცი. 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით, შამპუნის გამოყენებით, შეგიძლიათ უშამპუნოდაც.
თმის ზრდა
თმის ზრდის დასაჩქრებლად 100 მლ თბილ მაწონში ან კეფირში (30–40) გახსენით ერთი პაკეტი მშრალი დროჟი. აცალეთ ამოსვლა. მიღებულ მასას დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხის გული, ერთი ჩაის კოვზი მდოგვის ფხვნილი, 2 სუფრის კოვზი ნიგვზის ზეთი. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დაიდეთ ნარევი თავზე და თმის მთელ სიგრძეზე. შეიფუთეთ თავი პოლიეთილენის პარკით და თბილი პირსახოცით. დაიბანეთ 30 წუთის შემდეგ.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.