ქაცვის ზეთი ნაოჭების წინააღმდეგ! იაფი საშუალება გარანტირებული შედეგით!

2637

ქაცვის ზეთი ნაოჭების წინააღმდეგ! იაფი საშუალება გარანტირებული შედეგით!

თავისი მდიდარი შემადგენლობით ქაცვი აკაჟებს ორგანიზმს, სისხლძარღვებს ამაგრებს, ახორცებს ჭრილობებს, აქვს რეგენერაციული, ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, ანტიმიკრობული, ტკივლგამაყუჩებელი მოქმედება. გარდა ამისა ის შეიცავს არაჩვეულებრივ პოლივიტამინურ კომპლექსს.

ქაცვის ზეთს შეუძლია შეამციროს გულის დაავადებები, მათ შორის სისხლის, არტერიული წნევის და სისხლში ქოლესტერინის დონე.

ქაცვის ზეთი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის შემცირებას.

ქაცვის ზეთი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

ქაცვის ზეთი სრულყოფილად განაახლებს სახის კანს, ებრძვის ლაქებს და პიგმენტაციას. კვებავს და ატენიანებს კანს, ანათებს მის ფერს და ასევე იცავს სახეს აქერცვლისგან. ის ასევე ებრძვის აკნეს.

ქაცვის ზეთისგან შემდგარი ნიღბები მშრალი კანისთვის:

1)დაგჭირდებათ 1 ჩ/კ თაფლი, 4-5 წვეთი ქაცვის ზეთი წვეთები. გაიჩერეთ 10 წუთი და ჩამოიბანეთ.

2) 1კვერცხის გული და 5 წვეთი ქაცვის ზეთი გადაურიეთ, წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთი.

ქაცვის ზეთის ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის: 1 ს/კ კოსმეტიკური თეთრი თიხა 2 ს/კ ბირკავას ზეთი (репейного масла) 1 ს/კ ქაცვის ზეთი. მზა მასა დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი.

ნიღაბი შავი ლაქების წინააღმდეგ:

1) 1 ჩ/კ კალენდულას ნაყენი. 2 წვეთი ჩაის ხის ზეთი, 1 ჩ/კ ქაცვის ზეთი. ნიღაბი წაისვით სახის პრობლემურ ადგილებში და გაიჩერეთ 15 წუთი.

ნიღაბი გაფართოებული ფორების შესამცირებლად:

1 კვერცხის ცილა, 1 ჩ/კ ქაცვის ზეთი, 1 ჩ/კ სტაფილოს წვენი. ნიღაბი წაისვით პრობლემურ ადგილებში 15წუთი და ჩამოიბანეთ.

ასევე უნიკალურია ქაცვის ზეთის ნიღაბი თმისთვის. გაგაცნობთ რეცეფტებს. ზეთი უნდა გაცხელდეს წყლის აბაზანაზე თავის კანზე წასმამდე. თბილი ზეთი მოგცემთ ორმაგ ეფექტს. ნიღბის ეფექტი იზრდება თუ დაუმატებთ ქაცვის ზეთს ზეითუნისა ან ბირკავას ზეთებს.

ქაცვის ზეთის ნიღაბი ცხიმიანი თმისთვის: აიღეთ რამოდენიმე კოვზი მდოგვის ფხვნილი, დაუმატეთ ქაცვის ზეთი, მასა უნდა იყოს ფაფის კონსისტენციის. გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ.

ნიღაბი მშრალი თმისთვის ქაცვის ზეთისგან: 2 სუფრის კოვზი ზეითუნის და ქაცვის ზეთი აურიეთ კვერცხს, წაისვით თავზე და თმა ნახევარი საათით შეიხვიეთ.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

frenis kompensacia
frenis kompensacia