ხალხური მეთოდები, რომლებიც ერთ დღეში გაგათავისუფლებენ ჰერპესისგან!

4851

ხალხური მეთოდები, რომლებიც ერთ დღეში გაგათავისუფლებენ ჰერპესისგან!

ყველა მგრძნობიარეა ჰერპესის დაავადების მიმართ. ინფექციას შეუძლია წლობით იყოს სისხლში და გარკვეულ მომენტში - როდესაც იმუნური სისტემა ვერ მოქმედებს - ის თავს იჩენს კანზე, ლორწოვან გარსებზე გამონაყარის სახით. მრავალი გზა არსებობს ამ უსიამოვნო დაავადების აღმოსაფხვრელად - მედიკამენტები ხელმისაწვდომია ნებისმიერ აფთიაქში.

ტუჩებზე ჰერპესის მოშორება შეგიძლიათ ქიმიკატების გამოყენების გარეშე.

დაავადების მიზეზები: ჰერპესის ორ ტიპს გამოყოფენ. პირველადს- როცა კონტაქტით, გადაკოცნით, ჰიგიენის დარღვევით გადადის და მეორადი ფაქტორი, როცა-ადამიანს უკვე აქვს ინფექცია სხეულში.

ის შეიძლება კვლავ განვითარდეს შემდეგი დაავადებების დროს: ქრონიკული დაავადებების გამწვავება; ინტოქსიკაცია; სტრესი; არასათანადო კვება; იმუნიტეტის შესუსტება; ჰორმონალური დარღვევები.

დაავადების სიმპტომები: დაავადება ეტაპობრივად მიმდინარეობს: პირველ ეტაპზე ტუჩებზე და მის გარშემო ჩნდება ქავილის შეგრძნება, კანის ჩხვლეტა. თუ ამ დროს დაიწყებთ მკურნალობას, დაავადება მალევე მორჩება. რამდენიმე საათის შემდეგ იწყება მეორე ეტაპი , რომლის დროსაც ქავილის მიდამო დიდდება, ჩნდება გამჭვირვალე სითხის ბუშტები, რომლებიც ოდნავ მოგვიანებით შესივდება და წარმოიქმნება მტკივნეული შეგრძნებები. პატარა ზომის სიწითლე, რომელიც გარდაიქმნება მცირე ზომის ბუშტუკად. მისი გახეთქვა იწვევს ტკივილს. ცხელება პირის ბუშტუკების გამოვლენამდე ორი დღით ადრე. ტუჩებზე მფეთქავი და წვის შეგრძნება.

ხალხური საშუალებების უპირატესობები: რა თქმა უნდა, სააფთიაქო მედიკამენტები ძალიან ეფექტურია ჰერპესის სამკურნალოდ. მაგრამ ყველას არ აქვს შესაძლებლობა შეიძინოს დაწყებული გამონაყარის პირველი სიმპტომების დროს. როგორც მოგეხსენებათ, რაც უფრო ადრე დაიწყებთ ჰერპესის მკურნალობას, მით უფრო სწრაფად გაივლის.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ ზოგიერთ ხალხურ სამკურნალო საშუალებაზე, რომელსაც მხოლოდ ერთ დღეში შეუძლია განკურნოს ჰერპესი.

  1. რძე

დაასველეთ რძეში ბამბა და დაიდეთ ჰერპესზე, ანთება დაიწყებს ჩაცხრობას. პროცედურა უნდა განმეორდეს ყოველ 2-3 საათში. დღის განმავლობაში არ ჩამოიბანოთ წყლით.

2. ძირტკბილა

ძირტკბილას ფესვი კარგად უმკლავდება ჰერპესის წყლულებს. აუცილებელია ფესვის დაფქვა ფხვნილად, მცირე რაოდენობით და ადუღებული წყლით გაზავება. წაისვით კარგად.

3. წყალბადის ზეჟანგი

დაიმუშავეთ წყალბადის ხსნარით. პროცედურის განმეორება შესაძლებელია მთელი დღის განმავლობაში, 2-3 საათის ინტერვალით.

4. ნიორი

გახეხეთ ნიორი და წაისვით ჰერპესზე. ნიორს უსიამოვნო სუნი აქვს მაგრამ იგი ძალიან ეფექტურია.

5. პიტნის ეთერზეთი.

პიტნის ექსტრაქტი ეფექტურია ჰერპესის სამკურნალოდ. წაისვით დღეში სამჯერ. ალბათ ამ მეთოდს საუკეთესო შეიძლება ვუწოდოთ - როგორც მკურნალობის სარგებელი, ასევე არომათერაპია.

6. ალოე

ტუჩებზე შეგიძლიათ წაისვათ ალოეს წვენი. გაიმეორეთ 2 საათში ერთხელ. შეგიძლიათ ბამბა დაასველოთ ან პირდაპირ ალოეს შიდა რბილობი დაიდოთ.

7. ყინული

გაგიკვირდებათ ჰერპესის მკურნალობა შესაძლებელია ყინულით. მკურნალობა ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის გაკეთებას დაიწყებთ დაავადების დასაწყისში. როგორც კი ტუჩზე ქავილს იგრძნობთ მაშინვე დაიდეთ ყინული.

frenis kompensacia
frenis kompensacia