დაემშვიდობეთ ფრჩხილის სოკოს ამ რეცეფტის გამოყენების შემდეგ. 11 საუკეთესო მეთოდი თქვენთვის!

2959

დაემშვიდობეთ ფრჩხილის სოკოს ამ რეცეფტის გამოყენების შემდეგ. 11 საუკეთესო მეთოდი თქვენთვის!

1. დათვის კენკრას ფოთოლი და ქრისტესსისხლა. 50-60 გრ ქრისტესსისხლას დაასხით მდუღარე წყალი (1.5 ლიტრი). ინფუზია ოდნავ უნდა გაცივდეს, რის შემდეგაც მას 3% წყალბადის ზეჟანგი ემატება. შემდეგ დაუმატეთ დათვის კენკრის ფოთოლი, სიგრძეზე დაჭრილი. უნდა წაისვათ დაზიანებულ ფრჩხილზე.

უკეთესი შედეგისთვის, უმჯობესია ქრისტესისხლას შინაგანად მიღება. ქრიტესსიხლას ბალახს ასხამენ 1 ჭიქა მდუღარე წყალს და თერმოსში აჩერებენ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. უნდა მიიღოთ დღეში ოთხჯერ, ერთი სუფრის კოვზი. ერთი კვირის შემდეგ, სოკოს კვალი აღარ დარჩება.

2. მუხის ქერქის აბაზანები. მუხის ქერქის აბაზანები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა სოკოს სამკურნალოდ. 200-250 გრამი დაჭრილ მუხის ქერს დაასხით 1 ლიტრი ცივი წყალი. შემდეგ ქვაბი მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ოდნავ გააგრილეთ. ნარევი ჩაასხით აბაზანაში და ჩაალაგეთ ფეხები. გეწყოთ სანამ არ გაცივდება.

3. ძმარმჟავა. ძმარმჟავა ძალიან კარგად ეხმარება სოკოს. სოკოს სამკურნალოდ რეკომენდებულია, რომ ბამბის ტამპონი დავასველოთ გაზავებულ ძმარმჟავაში და დავიდოთ ფრჩხილზე. ცოტაოდენი წვის შეგრძნება იმის მანიშნებელია, რომ შედეგი ექნება. გაითვალისწინეთ, რომ საჭიროა დაზიანებულ ადგილებზე ძმარმჟავას წასმა წვის შეგრძნების გაქრობამდე. არ არის რეკომენდებული ამ პროცედურის ჩატარება ღამით, რათა სერიოზული დამწვრობა არ მიიღოთ.

4. იოდი. სოკოს მკურნალობა იოდით ყველაზე მარტივია. დღეში ორჯერ დაიწვეთეთ იოდი ფრჩხილზე. კურსი გააგრძელეთ ორი კვირის განმავლობაში. მკურნალობის პროცესში ტკივილი არ არის გასაკვირი, მაგრამ თუ ტკივილი დიდხანს გაგრძელდა და ძალიან შეგაწუხათ, მაშინ შეწყვიტეთ იოდის გამოყენება და სხვა მეთოდი სცადეთ.

5. ჩაის ხის ზეთი. შემოწმებული და დადასტურებულია ჩაის ხის ეფექტურობა სხვადასხვა დაავადების, მათ შორის, სოკოს სამკურნალოდ. ჩაის ხის ზეთი შეიძლება უბრალოდ წაისვათ დაზიანებულ ადგილას. ჩაის ხის ზეთი ანტიბაქტერიულია, ხსნის ქავილს და კურნავს ბზარებს.

6. პროპოლისის ხსნარი. სოკოს ადგილებში რაც უფრო ხშირად გამოიყენებთ პროპოლის სპირტის ხსნარს, რა თქმა უნდა უკეთესი იქნება. სასიამოვნოდ გაგიკვირდებათ, რამდენად სწრაფი იქნება პროპოლისის ეფექტი. სოკოს გაქრობას ამ მეთოდით გარკვეული დრო სჭირდება.

7. ნივრისა და ხახვის წვენი. ჩვენ ვსაუბრობთ "მკვლელ" ანთების საწინააღმდეგო მეთოდზე, რომელიც შეიცავს ფიტონციდების მთელ "არმიას", რომლებიც სწრაფად და ეფექტურად ამარცხებენ სოკოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს საშუალება ეფექტურია, აქვს ძალიან არასასიამოვნო სუნი. ბევრი ადამიანი უარს ამბობს ამ მეთოდზე ნივრის და ხახვის სუნის გამო.

8. ძმარი და სტაფილოს წვენი. 100-150 მლ ახალი სტაფილოს წვენი შეურიეთ 1 ჭიქა 7%-იან ძმარს. მიღებული მასით დაიმუშავეთ ფრჩხილები 5-6 ჯერ. ფრთხილად იყავით რომ არ დაიწვათ.

9. უმი კარტოფილი. გაწმენდილი ნედლი კარტოფილი დავჭრათ თხელ ნაჭრებად. შემდეგ წაისვით კარტოფილის კომპრესი დაზიანებულ ადგილებში. გააჩერეთ 30 წუთი. კარტოფილით სრულად განკურნებას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება.

10. ჩაის სოკო. ერთ-ერთი პირველი მეთოდია სოკოს სამკურნალოდ. აიღეთ ჩაის სოკოს ნაჭერი, გააცლეთ კანი და მოხარშეთ. შეიზილეთ ეს მასა დაზიანებულ ადგილზე დღეში 3-4-ჯერ. ბუნებრივია, მხოლოდ ახალი ნაჭერი უნდა იქნას გამოყენებული თითოეული პროცედურისთვის.

11. სპეციალური დიეტა. სოკოს შემთხვევაში რეკომენდებულია მეტი გოგირდის შემცველი საკვების მიღება. ესენია კვერცხი, მწვანილი და რძის პროდუქტები.

frenis kompensacia
frenis kompensacia