კარგად და გემრიელად მომზადებული მოსასხმელი ნებისმიერი სახის სალათას საუკეთესო შედევრად გიქცევთ. ამისათვის გთავაზობთ სინჯოთ დიეტური მაიონეზი კვერცხის გარეშე, რადგან ეს გემრიელი დანამატი ძალიან მარტივად მზადდება.
საჭირო ინგრედიენტებია:
- მდოგვი - 1 ჩ/კ
- შაქარი - 1 ჩ/კ
- მარილი - 0,5 ჩ/კ
- ზეითუნის ზეთი - 200 მლ
- მოხარშული ბრინჯი - 100 გ
მომზადების ინსტრუქცია ასეთია:
1. ზეითუნის ზეთის ნახევარი აურიეთ მოხარშულ ბრინჯში და შემდეგ დააბლენდერეთ. მერე ჩაუმატეთ მდოგვი და ისევ ათქვიფეთ.
2. მიღებულ ნარევს ნელ-ნელა ჩაუმატეთ დარჩენილი ზეითუნის ზეთის ნაწილიც და გააგრძელეთ თქვეფა ხელის ზამბარით.
3. როცა სოუსის მასა საკმარისად გასქელდება, ჩაუმატეთ მარილი, შაქარი და ლიმონის წვენი, შემდეგ კი გააჩერეთ 10 წუთით. გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ დაუმატოთ მწვანილი და ნიორიც. საბოლოოდ მიიღებთ უგემრიელეზ მაიონეზს.