შეურიეთ ეს ორი ინგრედიენტი და ნახავთ რა დაემართება თქვენს კანს რამოდენიმე წუთში.
შავი წიწაკის ეთერზეთი მდიდარია სასარგებლო მინერალებით და ვიტამინებით. მაგალითად, მასში შედის ვიტამინი A (ბეტა კაროტინი), რომელიც ძალიან სასარგებლოა ჩვენი თვალებისთვის. ვიტამინი K მნიშვნელოვანია სისხლის მიმოქცევისა და მეტაბოლიზმისთვის, აგრეთვე კუნთებისა და ძვლებისთვის. გარდა ამისა, ეს ზეთი მდიდარია კალციუმით, კალიუმით და სელენით. კალციუმი კარგია ძვლებისთვის და კალიუმი არტერიული წნევის რეგულირებისთვის, სელენუმი აუცილებელია ძვლების, ფრჩხილების, თმის ფოლიკულების და კბილების სწორად ფორმირებისთვის, აგრეთვე ტვინის სწორი მუშაობისთვის.
გაგაცნობთ რეცეფტებს:
იოგურტი და პილპილი-აქერცვლის ეფექტი. შეურიეთ ერთი სუფრის კოვზი შავი პილპილი და ორი სუფრის კოვზი იოგურტი. აურიეთ კარგად. ერთგვაროვანი ნარევის მიღების შემდეგ წაისვით სუფთა კანზე და წრიული მოძრაობით შეიზილეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. დასასრულს, დაიბანეთ ცივი წყლით. ეს ამქერცლავი ნიღაბი გაწმენდს თქვენს კანს, მოაშორებს მუქ ლაქებს.
წიწაკისა და თაფლის ნიღაბი-აკნესთან საბრძოლველად. საჭირო ინგრედიენტები: 0,5 ჩაის კოვზი შავი პილპილი; კვერცხის ცილა; 1 სუფრის კოვზი თაფლი. შეურიეთ ინგრედიენტები და წაისვით ნიღაბი თქვენს სახეზე. გააჩერეთ 15-20 წუთი და შემდეგ დაიბანეთ სახე. ეს ნიღაბი დაგეხმარებათ გაწმინდოთ სახე აკნესა და შავი წერტილებისგან.
წიწაკის ეთერზეთი-ბრძოლა ცელულიტებთან. დაგჭირდებათ 100 მლ სხეულის კრემი და 3-4 წვეთი შავი წიწაკის ეთერზეთი. კრემს დაამატეთ ეთერზეთი და შეიზილეთ იგი პრობლემურ ადგილებში, დილით და საღამოს. შეეცადეთ ყურადღება გაამახვილოთ პრობლემურ ადგილებზე. ზეთი ზრდის კანის ელასტიურობას, აუმჯობესებს მის ტონუსს და ამავდროულად ამცირებს ცელულიტსა და ცხიმებს.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.