შვრიის ნახარში ღვიძლის გასაწმენდად: რეცეფტები და რჩევები.

1076

შვრიის ნახარში ღვიძლის გასაწმენდად: რეცეფტები და რჩევები.

არ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის სხეულში არის ძირითადი და მცირე ორგანოები. თითოეული სისტემა ასრულებს სპეციფიკურ ფუნქციას და პასუხისმგებელია ჯანსაღ ფუნქციონირებაზე. ღვიძლი ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა. იგი უამრავ სასიცოცხლო ფუნქციას ასრულებს: ორგანიზმის დეტოქსიკაცია, მეტაბოლურ პროცესებში მონაწილეობა, ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ფერმენტების, ცილების,ვიტამინების წარმოქმნა და სხვა, ამიტომ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა მთელ ორგანიზმში სერიოზულ ცვლილებებს იწვევს.

შვრიის ნაყენი შესანიშნავად წმენდს, არამარტო ღვიძლს, არამედ მთლიან ორგანიზმს. იმისათვის, რომ ორგანიზმში სასიცოცხლო პროცესების უმეტესობა სტაბილურად წარიმართოს, აუცილებელია ღვიძლის უჯრედების შენარჩუნება ჯანმრთელ, აქტიურ მდგომარეობაში. დასაწყისისთვის, საჭიროა იცოდეთ, რომ ვერ შეძლებთ სწრაფად მიაღწიოთ წმენდის ეფექტს შვრიის საშუალებით.

მკურნალობისა და პრევენციის კურსი დაახლოებით 2-3 თვე გაგრძელდება და თუ ძალა და მოთმინება გექნებათ, თქვენი სხეული სუფთა იქნება. მთავარია გქონდეთ ეკოლოგიურად სუფთა ადგილებში მოყვანილი მაღალი ხარისხის, პესტიციდებისგან თავისუფალი შვრია.

1-რეცეპტი: დაასხით 1 ჭიქა გარეცხილ შვრიას 3 ლიტრი ცივი წყლი, მიიყვანეთ 80 გრადუსამდე ტემპერატურაზე და შედგით ღუმელში 150 გრადუსამდე ტემპერატურაზე. გააჩერეთ 2 საათი ღუმელში. კარგად გაწურეთ გაცივებული ნაყენი და მიირთვით 2/3 ჭიქა თბილი დილას და საღამოს ჭამამდე 30 წუთით ადრე.

2-რეცეპტი: დაასხით 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ შვრიის მარცვლებს თერმოსში 1 ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ 10-12 საათის განმავლობაში. მიიღეთ ნაყენი როგორც წინა რეცეფტშია მითითებული. დღეში უნდა დალიოთ 500 მლ-მდე. ამის პარალელურად თუ იქნებით უცხიმო დიეტაზე კიდევ უკეთესი შედეგი გექნებათ. მიმოხილვებში ბევრი აღნიშნავს მეთოდის ეფექტურობას. მთავარია კურსი მიიყვანოთ ბოლომდე.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia