მოამზადეთ მარტივად ყავის ნიღაბი თვალის ირგვლივ შავი წრეების გასაქრობად

481

მოამზადეთ მარტივად ყავის ნიღაბი თვალის ირგვლივ შავი წრეების გასაქრობად

ალბათ ყველა ადამიანი დილას ყავით იწყებს,  რადგან ის გვეხმარება გამოფხიზლებასა და ენერგიის აღდგენაში. თუმცა ყავის სხვაგვარად გამოყენებაც შეგვიძლია ჩვენი ორგანიზმის საკეთილდღეოდ. მას ასევე შეუძლია თვალების ქვეშ არსებული მუქი ფერის ლაქების მოცილება.

თვალის მოვლის მრავალი პროდუქტი არსებობს. მაგალითად, თვალის კრემები, თვალის ქვეშ ინექციები და ა.შ., რომლებიც ან დროებით უმკლავდება აღნიშნულ პრობლემას, ან საერთოდ არ მუშაობს.

ყავის ნიღაბის რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს თვალის ქვეშ არსებულ მიდამოს დატენიანებას. კანს ხდის რბილსა და ელასტიურს, ამცირებს შეშუპებას და   მუქ წრეებს, ხელს უშლის ადრეულ ნაოჭებს და ა.შ.

ნიღაბის მომზადება ძალიან მარტივია და თან შეღავათიანი, რადგან ინგრედიენტები, რომლებიც მას სჭირდება, ყველა დიასახლისის სამზარეულოში მოიპოვება.

საჭირო ინგრედიენტები :

  • 2 ს.კ. ორგანული დაფქვლი ყავა
  • 2 ს.კ. ქოქოსის ზეთი.

ინსტრუქცია :

თვალის ნიღაბის მოსამზადებლად და გამოსაყენებლად, თასში მოათავსეთ 2 ს/კ ყავის ფხვნილი. დაამატეთ 2 ს/კ ქოქოსის ზეთი. კარგად აურიეთ ერთმანეთში, ისე რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. ამის შემდეგ კარგად გაიწმინდეთ სახე და წაისვით თქვენს მიერ მომზადებული ნარევი თვალების ქვეშ მიდამოებში. გაიჩერეთ 15 წუთით. დროის გასვლის შემდეგ მოიცილეთ ზედმეტი ყავის ფხვნილი და ნაზად დაიმასაჟეთ თვალის ქვეშა მიდამოები 3-4 წუთის განმავლობაში. ბოლოს ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში 3-4-ჯერ სწრაფი შედეგის მისაღებად.

რა დადებითი მხარე აქვს ამ ნიღაბის გამოყენებას?

ყავა შეიცავს კოფეინს, რომელიც ხელს უწყობს უჯრედების დაცვას UV გამოსხივებისგან და ანელებს კანის დაბერების პროცესს, რითაც ამცირებს ადრეულ ნაოჭებს.

კოფეინს ყავაში შეუძლია გამკაცრდეს კანი, გაათანაბროს შეშუპება, ებრძოლოს თავისუფალ რადიკალებს და შეამციროს მუქი წრეები და ნაოჭები თვალების გარშემო.

ყავის ნალექს აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რაც ხელს უწყობს სიწითლის შემცირებას.

კოფეინი ხელს უწყობს ჯანმრთელ ცირკულაციას და ამცირებს ანთებას, რომელიც იწვევს თვალების ქვეშ მუქ წრეებს.

ქოქოსის ზეთი ატენიანებს თვალის ქვეშ და სირბილესა და გსიგლუვეს ინარჩუნებს. ეს ხელს უშლის თვალის ქვეშ მიდამოს სიმშრალეს, ამით ამცირებს ნაოჭებს და ლაქებს. მშრალი კანი მიდრეკილია ადრეული ნაოჭებისკენ, ქოქოსის ზეთი კი მათ ხელს უშლის.

frenis kompensacia
frenis kompensacia