როგორ გავხადოთ თმა უფრო მბზინავი და ჯანსაღი?! ხალხური მედიცინა გთავაზობთ შესანიშვანი ნიღბების რეცეფტებს.
ნიღბები შესანიშნავი საშუალებაა თქვენი თმის დატენიანებისთვის, იმისათვის, რომ თმის სიჯანსაღე და ბზინვრება შინარჩუნოთ. ჩვენ გთავაზობთ სამ ბუნებრივ მოვლის პროდუქტს, რომლებიც საუკეთესო შედეგს მოგცემთ.
კვერცხისა და ზეითუნის ზეთის ნიღაბი
კვერცხი ყველაზე ხშირად გამოყენებადი პროდუქტია, რადგან მდიდარია ცხიმებით და ცილებით. მასში შემავალი საკვები ნივთიერებები ასევე ატენიანებს თმას. გარდა ამისა, კვერცხი მოქმედებს როგორც კონდიციონერი ან, კვერცხის ცილის შემთხვევაში, როგორც ზედმეტი ცხიმის საწინააღმდეგო საშუალება.
გარდა ამისა, ზეითუნის ზეთი, ვიტამინი E- ს დიდი შემცველობით, აღმდგენი და დამატენიანებელი თვისებებით, უამრავ სარგებელს ანიჭებს თმას. მაგალითად, ის აჯანსაღებს და აცოცხლებს სკალპს, აძლიერებს თმის ფოლიკულებს თმის ცვენის შესამცირებლად და ხელს უწყობს თმის ზრდას. აქ გაგიზიარებთ ორ რეცეპტს, რომლის გამოყენება შეგიძლიათ თმის ტიპის მიხედვით.
ნიღაბი მშრალი და მტვრევადი თმისთვის
ინგრდიენტები:
2 კვერცხის გული
2 ს.კ ზეითუნის ზეთი
თასში ათქვიფეთ კვერცხის გულები და ზეითუნის ზეთი, სანამ გლუვი გახდება. წაისვით ნარევი მთლიან თმაზე, სასურველია სველი იყოს, რომ ნიღაბი თანაბრად განაწილდეს. შეიკარით თმა. გადააფარეთ ისინი საშხაპე ქუდით და დაველოდოთ 20-30 წუთს, სანამ ნუტრიენტები შეიწოვება. დაიბანეთ თმა ჩვეულებრივი შამპუნით, ზედმეტი ცხიმისა და კვერცხის მოსაშორებლად.
ნიღაბი ცხიმიანი თმისთვის
2კვერცხის ცილა
2 ს.კ ზეითუნის ზეთი
ათქვიფეთ ცილა და დაუმატეთ ზეითუნის ზეთი. ნართვი წაისვით სველ თმაზე და კარგად გადაანაწილეთ. როგორც წინა შემთხვევაში, შეაგროვეთ ისინი და დაიხურეთ საშხაპე ქუდი. დაელოდეთ 20-30 წუთს, სანამ თმა შეიწოვს საკვებ ნივთიერებებს. დაბოლოს, დაიბანეთ თმა თქვენი საყვარელი შამპუნით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.