როგორ დავაღწიოთ ნაოჭებს თავი თვალების გარშემო? სცადეთ ზეითუნის ზეთი!
რა აჩენს ნაოჭებს: მოწევა და ალკოჰოლი; აკნე; მზეზე დიდხანს ყოფნა; ტრავმა და ოპერაცია სახეზე; მავნე ჩვევა - თვალების მოჭუტვა; სტრესი და უძილობა; ვიტამინებისა და სასარგებლო მინერალების ნაკლებობა
ყველაზე ადვილად მიმიკური ნაოჭი თვალებთან ჩნდება. თვალის მოძრაობას ემატება გადაღლილობა და შეშუპება. რა მოვიმოქმედოთ, რომ კანი ისევ ელასტიკური გახდეს, ხოლო იერი - ახალგაზრდული?
არ გჭირდებათ ძვირადღირებული კანის მოვლის კრემები, რადგან საკმარისია თქვენი სამზარეულოს ერთი ინგრედიენტი - ზეითუნის ზეთი. ზეითუნის ზეთმა პოპულარობა მოიპოვა იმ ქალებში, რომლებიც სახის კანის კანზე ზრუნავენ. ის გახდა საუკეთესო და მარტივი ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალება თვალის გარშემო.
აი რა გჭირდებათ:
50 მლ ზეითუნის ზეთი
და ვიტამინი E 4-5 კაფსულა
თუ 50 მლ ზეითუნის ზეთს დაამატეთ 4-5 კაფსულა E ვიტამინი, გექნებათ შესანიშნავი მკვებავი თვალის ირგვლივ ნაოჭების საწინააღმდეგო. ეს ნიღაბი შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველ საღამოს. გააჩერეთ 5-10 წუთის განმავლობაში. არ არის საჭირო მისი ჩამობანვა, უბრალოდ ნაზად ამოიღეთ ქაღალდის პირსახოცით.
ასევე, იმისათვის, რომ აირიდოთ თვალებზე ნაოჭების გაჩენა, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
- მოარიდეთ თვალები მკვეთრ მზის შუქს: მიმიკური ნაოჭების ნაადრევი გაჩენისგან მზის სათვალე დაგიცავთ. გარდა ამისა, ის დაგიცავთ მტვრისა და ქარისგანაც.
- დალიეთ სუფთა წყალი.
- კანი დატენიანებული უნდა იყოს. უზმოზე დალიეთ 1-2 ჭიქა წყალი. და არც დღის განმავლობში დაგავიწყდეთ წყლის სმა. თუ უზმოზე წყლის სმა არ გსიმოვნებთ, ლიმონის რამდენიმე წვეთი ჩაუმატეთ.
- მიირთვით ხილი და ბოსტნეული
- აუცილებლად მიირთვით სეზონური ხილი და ბოსტნეული დიდი რაოდენობით. სანამ კიტრს შეჭამდეთ მრგვლად მოჭრილი ნაჭერი 20 წუთით დაიდეთ თვალებზე.
- ხშირად დაასვენეთ თვალები.
- განსაკუთრებით, კომპიუტერთან მუშაობისას. საათში ერთხელ რამდენიმე წუთით დაისვენეთ, დახუჭეთ თვალები. შეგიძლიათ მხედველობის გასაუმჯობესებელი ვარჯიშებიც გააკეთოთ.
- ჯანსაღი ცხოვრების წესი.
- ალკოჰოლი, სიგარეტი და კოფეინის შემცველი სასმელები კანის პირველი მტერია. აგრეთვე შეამცირეთ ფასტ-ფუდი
თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, თქვენი პრობლემა მარტივად მოგვარდება!