ქოქოსის ზეთის სუპერ შესაძლებლობები
ქოქოსის ზეთი ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და ერთ-ერთი საუკეთესო ინგრედიენტია ჯანმრთელობისა და სილამაზის საკითხებში.
ძილის წინ კანის მოვლა
თუ ძილის წინ წაისმევთ ქოქოსის ზეთს, კანი დარბილდება, დატენიანდება.
როგორ ეხმარება ქოქოსის ზეთი თვალების ქვეშ მუქ წრეებს
იგი მოქმედებს როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება, რაც თავის მხრივ ამცირებს შეშუპებას და სიწითლეს.
რძის მჟავა ქოქოსის ზეთში ამკვრივებს ფორებს, კანი ელასტიური და გლუვი ხდება.
ქოქოსის ზეთი ატენიანებს კანს და ხელს უშლის ნაოჭებსა და სიმშრალეს.
ვიტამინი E და ქოქოსის ზეთის ანტიოქსიდანტები კურნავს და აღადგენს დაზიანებულ კანის უჯრედებს.
იგი შეიცავს ვიტამინებს და ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც კრიტიკულია კანის ჯანმრთელი უჯრედების ზრდისთვის.
დაბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ქოქოსის ზეთი ღრმად აღწევს კანში და აახალგაზრდავებს მას.
თქვენ მხოლოდ ქოქოსის ზეთი წაისვით თვალების ქვეშ მუქ წრეებზე, რბილად შეიზილეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. მიეცით მუშაობას ღამით და დაიბანეთ დილით.
- თქვენ დაახლოებით გჭირდებათ მარცვლის ზომის რაოდენობა თითოეული თვალისთვის. არ გამოიყენოთ ძალიან ბევრი!
- ეცადეთ ზეთი არ მოგხვდეთ თვალზე, თორემ თვალები ცოტა ხნით ბუნდოვანი გახდება!
ანტიბაქტერიული სახის ნიღაბი – კიდერ ერთი მარტივი რეცეპტი ანტიბაქტერიული და დამარბილებელი ეფექტით: კარგად შეზავებული ქოქოსის კარაქი და თაფლის ნიღაბი 15 წუთით წაისვით სახეზე, მერე კი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ტუჩების დარბილება – ქოქოსის კარაქის და ყავისფერი შაქრის შერევით ტუჩების მშვენიერ „სკრაბს“ მიიღებთ, მხოლოდ ქოქოსის კარაქი კი, ჰიგიენური პომადის საუკეთესო ბუნებრივი ალტერნატივაა.
წამწამების მოვლა
ძილის წინ წამწამებზე წაისვით ქოქოსის ზეთი. ეს ხრიკი განსაკუთრებით გამოგადგებათ, თუკი თვალებზე რეგულარულად მაკიაჟს ატარებთ, რადგან მაკიაჟმა შეიძლება გაანადგუროს თქვენი წამწამები და გამოიწვიოს მათი ცვენა.
გამოიყენეთ ერთი ჩაის კოვზი ზეთი მკლავების დასატენიანებლად. ამოიღეთ კოვზით ზეთი და წაისვით მკლავზე, ამისათვის კი დაიხმარეთ მეორე ხელი. დაიზილეთ ხელი სანამ ზეთს მთლიანად არ შეიწოვს და კანი არ გახდება გლუვი. გაიმეორეთ მეორე ხელზე.
წაისვით ორი ჩაის კოვზი ზეთი ფეხების დასატენიანებლად. წაისვით ზეთი ბარძაყებზე, მუხლებთან არეში და სხვ. იზილეთ ზეთი სანამ არ შეიწოვება. გაიმეორეთ იგივე მეორე ფეხზე.