განსაცვიფრებელი რეცეპტი თვალების ქვეშ შეშუპების მოსაშორებლად
შეშუპებული, ჩამოსივებული უპეებით ალბათ ხშირად გაგღვიძებიათ. თვალებქვეშ გაჩენილი ტომრები ზოგჯერ მართლაც ყურადსაღები ნიშანია.
თვალების გარშემო არსებული ქსოვილები, მათ შორის – ქუთუთოების დამჭერი კუნთები, დროთა განმავლობაში სუსტდება, კანი ეშვება, ცხიმოვანი ქსოვილი ქვედა ქუთუთოების მიდამოში ჩამოდის და მათ შესივებულის მსგავს შესახედაობას აძლევს.
თვალებქვეშ ზოგჯერ სითხეც გროვდება და შეშუპების სურათს აძლიერებს. დგება დღე, როცა სარკიდან ციმციმა, სიცოცხლით სავსე თვალების ნაცვლად შეშუპებული, დაღლილი თვალები შემოგყურებთ.
თვალებქვეშ ტომრების გაჩენას იწვევს:
სითხის შეკავება ამინდის ცვალებადობის გამო (მაგალითად, თბილ ნესტიან დღეებში), ჰორმონული ფონის ცვლილება, მარილიანი საკვები;
ძილის უკმარისობა;
ალერგია, დერმატიტი (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შესივებას თან ახლავს სიწითლე და ქავილი);
მემკვიდრეობითი განწყობა (ეს ფიზიოლოგიური თავისებურება შესაძლოა სისხლით ნათესავებსაც ჰქონდეთ).
მკურნალობის მიზანია თვალებქვეშ გაჩენილი ტომრების გაქრობა
ყავა
ყავას შეუძლია ამ უსიამოვნო ფენომენის აღმოფხვრა. გაგიკვირდათ? მაგრამ შედეგი თავად გეტყვით.
კოფეინი ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა შეშუპებული თვალებისთვის. ყველაზე საინტერესო რამ ხდება, როდესაც კოფეინი მოქმედებს კანზე. ამ შემთხვევაში ის მოქმედებს როგორც ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური საშუალება. კოფეინი ახდენს კანის სისხლძარღვების შეკუმშვას და ამცირებს თვალების ქვეშ შეშუპებულ ტომრებს. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივი გამოყენების შემთხვევაში, კოფეინს შეუძლია გაათავისუფლოს თვალები არასასურველი შეშუპებისა და მუქი წრეებისგან.
დაფქული ყავის მარცვლები, შავი პილპილი, რამდენიმე წვეთი წყალი და ქოქოსის ზეთის წვეთი არის მთავარი ინგრედიენტები, რომლებიც საჭიროა ამ მეთოდის გამოყენებისთვის.
აურიეთ შემდეგი ინგრედიენტები:
½ ჩაის კოვზი დაფქული ყავა
½ კოვზი ქოქოსის ზეთი
1 პატარა მწიკვი დაფქული შავი პილპილი
რამდენიმე წვეთი წყალი
წაისვით ეს ნარევი თანაბრად კანზე ქვედა ქუთუთოებზე, მაგრამ ძალიან ფრთხილად, რომ თვალებში არ მოხვდეს. დატოვეთ ეს ნიღაბი 5-10 წუთის განმავლობაში ან სანამ დაიწყებთ შეგრძნებას, რომ ნარევი გაშრება. შემდეგ ჩამოიბანეთ.
ქვედა ქუთუთოების კანი ძალიან დელიკატური და მგრძნობიარეა, მაგრამ ინგრედიენტების ამ კომბინაციის მიუხედავად, ის არ გაღიზიანდება. მთავარია, ნიღაბი ზედმეტად არ გამოვიყენოთ.