Ეს კრემი შეამცირებს თქვენს ცელულიტს 7 დღის განმავლობაში! საოცარი შედეგია, მე ის მიყვარს!
ცელულიტი მრავალი ქალისთვის ნაცნობი მდგომარეობაა. ამ დროს კანი უსწორმასწორო ხდება, უჩნდება ბორცვები და ჩაღრმავებები. ამის გამო ცელულიტს „ფორთოხლის კანის ეფექტსაც“ უწოდებენ.
მედიცინის თვალთახედვით, ცელულიტი კანქვეშა ცხიმოვანი შრის სტრუქტურული ცვლილებაა, რომელიც მიკროცირკულაციისა და ლიმფის დინების დარღვევას იწვევს. ცელულიტი, ჩვეულებრივ, გოგონებს ემართებათ 20-დან 25 წლამდე, ხშირად - ორსულობის დროს ან მის შემდეგ.
რაზეა დამოკიდებული ცელულიტის გაჩენა?
გარდა გენეტიკური განწყობისა, რისკის ფაქტორებს წარმოადგენს:
პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
სხვადასხვა ჰორმონული დარღვევა ან, უბრალოდ, ჰორმონული ფონის შეცვლა;
კვების დარღვევა;
ცხოვრების უმოძრაო წესი;
თამბაქოს მოწევა;
სტრესი;
წონის ხშირი ცვალებადობა. ამასთან, ჭარბი წონა აუცილებელ ფაქტორს არ წარმოადგენს
Ანტიცელულიტური კრემის ყველაზე ეფექტური რეცეპტი აქ არის. თქვენ აღარ გჭირდებათ ძვირადღირებული კოსმეტიკის შეძენა და დიდი ფულის დახარჯვა. ხელნაკეთი საშუალება უკეთესია, უფრო ეფექტური, უსაფრთხო და იაფია. სცადე და თავად დარწმუნდი!
ანტიცელულიტური პროდუქტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
100 მლ ბავშვის კრემი
20 წვეთი ფორთოხლის ეთერზეთი
3-5 წვეთი დარიჩინის ეთერზეთი
მთავარი ინგრედიენტი, როგორც ხედავთ, არის ბავშვის კრემი. ის ყველაზე უსაფრთხოა, რადგან არ შეიცავს მავნე ქიმიურ კომპონენტებს. იგი შეიცავს დამატენიანებელი და მკვებავი ინგრედიენტების სრულყოფილ კომბინაციას. ფორთოხლის ეთერზეთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტია. შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის ან მანდარინის ეთერზეთი, მაგრამ ფორთოხლის ეთერზეთი სხვებზე უკეთ მუშაობს.
მომზადების პროცესი ძალიან მარტივია: აიღეთ სუფთა, სტერილური ქილა სახურავით, ჩადეთ 100 მლ ბავშვის კრემი შიგნით, დაამატეთ ეთერზეთები წვეთ-წვეთ და კარგად აურიეთ. დახურეთ კონტეინერი სახურავით და გააჩერეთ ბნელ ადგილას 10 საათის განმავლობაში. თქვენ არ გჭირდებათ მაცივარში შენახვა. მსუბუქად აურიეთ ყოველი გამოყენების წინ, შემდეგ კი წრიული მოძრაობით შეიზილეთ კანზე.
ეს პორცია საკმარისია ერთი კვირის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მოამზადოთ ახალი პარტია იგივე რეცეპტის გამოყენებით.