Ჩვენ ვიწმენდთ სისხლს ხალხური საშუალებებით

296

Ჩვენ ვიწმენდთ სისხლს ხალხური საშუალებებით

ორგანიზმში საკვებით, წყლისა და ჰაერის საშუალებით ათასობით უსარგებლო ნაწილაკი და მომწამლავი ნივთიერება ხვდება. ვიდრე ადამიანი ახალგაზრდა და აქტიურია, მისი იმუნური სისტემა ღირსეულად იგერიებს მათ შემოტევას, მაგრამ ასაკთან ერთად სხეულის მთავარ დამლაგებლებს - თირკმელებს, ფილტვებსა და ღვიძლს - უძნელდებათ დაკისრებული ფუნქციების შესრულება, ორგანიზმის დამცავი ძალები სუსტდება და ორგანიზმში გროვდება მავნე ნაწილაკები, რომელთა ნეგატიურ ეფექტსაც აძლიერებს ხშირი სტრესი, არასწორი კვება, გამოუძინებლობა და დაბინძურებული გარემო. სწორედ ასეთ დროს არის საჭირო სისხლის გაწმენდა.

სისხლის გაწმენდა საკმაოდ ფართო ცნებაა და სამკურნალო პროცედურათა მთელ კომპლექსს აერთიანებს. საბოლოო შედეგი ორი ძირითადი გზით მიიღწევა: სამედიცინო და ხალხური, შინაური მეთოდებით.

ამ საშუალებებს ასევე აქვთ ძლიერი სამკურნალო მოქმედება სხვა ორგანოებზე

წარმოგიდგენთ რამდენიმე სასარგებლო ხალხურ რეცეპტს, რომლებიც აუმჯობესებს სისხლის მდგომარეობას და ასუფთავებს მას. ამ საშუალებებს ასევე აქვთ ძლიერი სამკურნალო მოქმედება სხვა ორგანოებზე.

ხალხური რეცეპტი ნომერი 1:

თქვენ უნდა აიღოთ 300 გრ თაფლი და 250 გრ ნიორი, წინასწარ დაჭრილი. კარგად აურიეთ ეს ყველაფერი და გააჩერეთ სამი კვირა. ეს ნარევი მიიღება ჭამამდე 40 წუთით ადრე, 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.

Ხალხური რეცეპტი ნომერი 2:

აიღეთ 4 სმ კოჭას ფესვი, 1 ჩაის კოვზი  მწვანე ჩაი და დარიჩინი დანის წვერზე. აურიეთ ინგრედიენტები, დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, კვლავ აურიეთ და დაელოდეთ გაცივამდე. ამის შემდეგ შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი და ლიმონის წვენი გემოვნებით და დალიოთ ეს სასმელი მთელი დღის განმავლობაში.

ხალხური რეცეპტი ნომერი 3:

დაფქული ჯავზს (მუსკატის კაკალი)  - 100 გრ-ს დაასხით 0,5 ლიტრი არაყი და აურიეთ. გააჩერეთ ნარევი 21 დღის განმავლობაში, მიზანშეწონილია მისი ყოველდღე შენჯღრევა. ..ამ ნაყენს იღებენ შემდეგნაირად - 5 კურსი ყოველ 10 დღეში. მიღების წესი: ნაყენის 30 წვეთი აურიეთ ნახევარ ჭიქა თბილ წყალში და დალიეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ხალხური რეცეფტი ნომერი 4:

სისხლისა და ლიმფის გასაწმენდად კარგია ნივრის მიღება ლიმონის წვენთან ერთად. აიღეთ 400 გრამი ნიორი, დანაყეთ კარგად და შეურიეთ 800 გრამ წვრილად დაჭრილ ლიმონს. დადგით სიგრილეში, დღეში ერთხელ კარგად აურიეთ, შემდეგ 1 ჩაის კოვზი გახსენით 1 ჭიქა წყალში და მიიღეთ. უნდა სვათ, ვიდრე არ გათავდება. კურსის გამეორება შეიძლება 2-3-ჯერ.

frenis kompensacia
frenis kompensacia