რას კურნავს აბუსალათინის ზეთი?!

851

რას კურნავს აბუსალათინის ზეთი?!

რა სამკურნალო თვისებები აქვს აბუსალათინის ზეთს?

მისი საშუალებით:
– გააქრობთ მეჭეჭებს, პაპილომებს, ნაწიბურებს და იარებს, რომლებიც თქვენს კანზეა წარმოქმნილი.
– გააუმჯობესებთ თმებისა და წამწამების მდგომარეობას, ასევე თავს დააღწევთ ქერტლს.
– მისი საშუალებით სახიდან გააქრობთ ნაოჭებს და უმკურნალებთ კანს.

დამხმარე საშუალებაა თმისა და წამწამებისათვის:

აბუსალათინის ზეთის საშუალებით, თქვენ დააჩქარებთ თმის ზრდას. ამისათვის თქვენ საგულდაგულოდ უნდა შეიზილოთ აბუსალათინის ზეთი თმაში კვირაში 4-ჯერ, ამის შემდეგ თმა უფრო სტაბილური, სქელი, ძლიერი და ბრჭყინვალე იქნება.

თვალებისათვის:

ამცირებს თვალების სიწითლეს და ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას.

გაცივებისა და ბრონქიტის დროს:

შეიზილეთ მკერდზე 2 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი და 1 სუფრის კოვზი სკიპიდარი. ამ მეთოდის გამოყენება უმჯობესია დღეში ორჯერ.

ხელებისა და ფეხებისათვის:

თბილი აბუსალათინის ზეთი იდეალურია ჭრილობებისთვის, კოჟრებისთვის და ტკივილისგან განსათავისუფლებლად. ამისათვის, თქვენი თქვენი ხელები და ფეხები მოათავსეთ თბილ წყალში, წყალში შეურიეთ რამდენიმე წვეთი აბუსალათინის ზეთი, ეს პროცედურა ჩაატარეთ დაწოლის წინ. დილით, კანი უფრო რბილი იქნება.

კისრისა და სახისათვის:

ჩაიტარეთ მსუბუქი მასაჟი კისრისა და სახის არეში აბუსალათინის ზეთის გამოყენებით. ეს მეთოდი განსაკუთრებით რეკომენდებულია ქალებისთვის, რომელთა ასაკიც ოცდაათ წელს აღემატება – იგი შესანიშნავად არბილებს კანს და შლის ნაოჭებს.

Როგორ გამოვიყენოთ აბუსალათინის ზეთი?

გარედან შეგიძლიათ გამოიყენოთ აბუსალათინის ზეთი რამდენიმე გზით: წაისვით მცირე რაოდენობით დაზიანებულ ადგილას, წაისვით ტამპონით და მიამაგრეთ იგი კანის არეში პლასტირით. აბუსალათინის ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ მასაჟის ზეთად – წაისვით ხერხემლის გასწვრივ. უდიდეს ეფექტს იძლევა აბუსალათინის ლოსიონები.

აბუსალათინის ლოსიონის მოსამზადებლად საჭიროა:

ერთი დიდი ან რამდენიმე მცირე ზომის მატყლის ან ფანელის ხელსახოცი, რომელიც საკმარისია მუცლის ზედა ნაწილისა და ღვიძლის დასაფარავად; ცხელი წყლის ბოთლი; ცელოფანი  ზეთოვანი ქსოვილის დასაფარავად; დაასველეთ ამ ნარევში ტამპონი და საჭირო ადგილას დაიფინეთ.  ლოსიონის წასმის შემდეგ, დაიდეთ ცელოფანი და გადაიფარეთ პირსახოცი ან ზემოდან თბილი საფენი დაიდეთ,  რომ გაათბოთ. დატოვეთ ეს კომპრესი 45 – 60 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ კანი ცხელი წყლით და საპნით ან სოდის ხსნარით.

Facebook კომენტარები