6 კატეგორიის ადამიანი, ვისთვისაც არ არის სასურველი კურკუმას მიღება

901

6 კატეგორიის ადამიანი, ვისთვისაც არ არის სასურველი კურკუმას მიღება

უნდა იცოდეთ ვისთვისაა უკუნაჩვენები კურკუმა!

კურკუმა ჩვეულებრივი და ჯანსაღი სანელებელია, რომელსაც ბევრ კერძში იყენებენ. ჩვენ ბევრი რამ ვიცით მისი სარგებელის შესახებ, მაგრამ, ბუნებრიობის მიუხედავად, ეს პროდუქტი შეიძლება იყოს ტოქსიკური. მართალია, მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის. კურკუმა არ იწვევს მნიშვნელოვან გვერდით მოვლენებს, თუმცა მაინც არიან ისეთებიც, რომლებიც კურკუმის  მიღების შემდეგ განიცდიან გულისრევას, თავბრუსხვევას, დიარეას და კუჭის პრობლემებს. კურკუმას შავ წიწაკასთან კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის ცვლილებები.

ახლოდან დააკვირდით ადამიანების შემდეგ ჯგუფებს. თუ თქვენ მათ შორის ხართ, უარი თქვით კურკუმაზე!

1. საჭმლის მონელების დარღვევის მქონე ადამიანები. მერილენდის უნივერსიტეტის თანახმად, კურკუმას შეუძლია გაზარდოს კუჭის მჟავა, როდესაც ის კომბინირდება ანტაციდებთან, როგორიცაა პეპსიდი, ნექსიუმი, ტაგამეტი, ზანტაკი. კურკუმა შეიცავს მძაფრ ნივთიერებას და ამის გამო, მისმა ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება დიარეა გამოიწვიოს.

2 .ნაღვლის ბუშტის პრობლემების მქონე ადამიანები. კურკუმას შეუძლია მხოლოდ გააუარესოს ნაღვლის ბუშტის პრობლემები, ამიტომ ამ სანელებელს უნდა მოერიდოთ, თუ გაქვთ ნაღვლის ბუშტის ობსტრუქცია ან კენჭები.

3. ადამიანები, რომლებსაც აქვთ თირკმლში კენჭები. კურკუმას დიდი რაოდენობით მოხმარება იწვევს თირკმელებში კენჭების წარმოქმნას. ეს სუნელი შეიცავს ხსნად ოქსალატებს, რომლებსაც შეუძლიათ კალციუმის შეკავშირება,  უხსნადი კალციუმის ოქსალატი, რომელიც პასუხისმგებელია თირკმელების ქვების თითქმის 75% -ზე. უროლითიაზისადმი მიდრეკილი ადამიანები უნდა მოერიდონ კურკუმას ან შეზღუდონ დიეტური ოქსალატის მიღება 50 მგ-ზე ნაკლები დღეში.

4. დიაბეტით დაავადებული ადამიანები. კურკუმას აქვს სისხლში შაქრის დონის შემცირების უნარი, მაგრამ ის მაინც უნდა მოიხმაროთ ძალიან მცირე რაოდენობით.

5.ორსული და მეძუძური ქალები. კურკურის ჩაი ან ამ სანელებლით გემრიელი კერძები საკმაოდ საშიშია ორსული ქალებისთვის. გახსოვდეთ, კურკუმას აქვს საშვილოსნოს სტიმულირების უნარი და დიდი რაოდენობით, მას შეუძლია კიდევ უფრო ძლიერი მენსტრუაცია გამოიწვიოს.

6. ადამიანები, რომლებიც ემზადებიან ოპერაციისთვის. ადამიანები, რომლებიც აპირებენ ოპერაციის გაკეთებას, უნდა შეაჩერონ კურკუმას მიღება ოპერაციამდე 2 კვირით ადრე. კურკუმა გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე და ამან შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი სისხლდენა ოპერაციის დროს და მის შემდეგ.

Facebook კომენტარები