იცოდით აქამდე მარწყვის სამკურნალო თვისებების შესახებ? 

820

იცოდით აქამდე მარწყვის სამკურნალო თვისებების შესახებ? 

მარწყვი არა მხოლოდ არომატული და უგემრიელესი კენკროვანი მცენარეა,  არამედ მდიდარია მრავალი სასარგებლო და სამკურნალო ნივთიერებით: ვიტამინები А, В1, В2, В9, С, Е, К, Н და РР, ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალები – კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, იოდი, ფოსფორი, ნატრიუმი.

• კალიუმის დიდი შემცველობის წყალობით მარწყვი ხელს უწყობს გულის კუნთის სწორ მუშაობას, არეგულირებს არტერიული წნევის დონეს, აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გამტარიანობას, იცავს დეპრესიისგან, აქრობს შეშუპებას, ხელს უწყობს ტვინის ჟანგბადით მომარაგებას. მარწყვში არსებული კალციუმი და ფტორი კი ამაგრებს ძვლებსა და კბილებს.

• მაგნიუმი კი, რომელიც მრავლადაა ამ კენკრის შემადგენლობაში, ინსულტის შესანიშნავი პროფილაქტიკური საშუალებაა.

• მარწყვი ასტიმულირებს ჰემოგლობინისა და ერითროციტების წარმომქმნას. სისხლის წარმოქმნის უცვლელი წყაროებია ამ კენკრაში არსებული კობალტი, სპილენძი და მოლიბდენი.

• ამ კანკრაში ვიტამინ С–ს რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ლიმონში. ამიტომ ის აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილების აღდგენასა და განახლებას, აუმჯობესებს სახსრების შიდა სითხის ხარისხს.

მარწყვის სიწითლეს განაპირობებს В–კაროტინი, რომელიც ორგანიზმში А–ვიტამინის წინამორბედია. ის უზრუნველყოფს უჯრედების განახლებასა და კანის ელასტიკურობას, ასწორებს ნაოჭებს, ასტიმულირებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს მხედველობას.

• სალიციუმის მჟავას, რომელიც მარწყვის შემადგენლობაშია, ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს გარეგანი გამოყენებისას, ხოლო მიღებისას – სიცხლის დამწევი მოქმედება.

მარწყვი, როგორც სამკურნალო–პროფილაქტიკური საშუალება, რეკომენდებულია შემდეგი დაავადებების დროს:

სახსრების დაავადებები (ართრიტები, ართროზები, პოდაგრა)

• თირკმელებისა და შარდმდენი გზების დაავადებები

• სისხლძარღვების დაავადებები, მათ შორის ათეროსკლეროზი

• ძალის დაქვეითება, ავიტამინოზი, მძიმე დაავადების შემდეგ აღდგენითი პერიოდი

• იმუნიტეტის დაქვეითება, ხშირი გაციება, გრიპი

• შეკრულობა, ნაწლავების დისბაქტერიოზი

• სისხლნაკლებობა

• უძილობა, დეპრესია

• კანის დაავადებები

• სტომატიტი, ანგინა, ფარინგიტი.

ხალხურ მედიცინაში გამოიყენება არა მხოლოდ მარწყვის ნაყოფი, არამედ მისი ფოთოლიც. ფოთლის ჩაი მდიდარია С ვიტამინით, აქვს მსუბუქი შარდმდენი და ოფლმდენი ეფექტი, ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას. რეკომენდებულია თირკმელებში წვრილი ქვებისა და ქვიშის არსებობისას, შარდის ბუშტის ანთებითი დაავადებების, გაციებისა და გრიპის დროს.

თუ ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი, ქოლეცისტიტი და კოლიტი გაწუხებთ, ქორფა მარწყვის ნაყენი თქვენთვის უებარი წამალია. 50 გ კენკრას დაასხით 200 მლ წყალი, 2 საათი გააჩერეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 50 მლ დღეში 3-4-ჯერ.

თავის ტკივილის დროს რამდენიმე ცალი კენკრა მიირთვით – ტკივილი გაგივლით.

გამხმარ მარწყვს ადუღებული წყალი დაასხით, გააცივეთ და დალიეთ. ფოთლების ნაყენი ანგინის დროს ყელში გამოივლეთ.

უზმოზე 4-6 სუფრის კოვზი მარწყვის წვენის მიღება კარგია ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს.

მარწყვის ფოთლების ჩაი კარგი სისხლის გამწმენდი, სისხლის წარმოქმნის ხელშემწყობი და ნერვების დამაწყნარებელი საშუალებაა. მას სამკურნალო ეფექტი აქვს ჰემოროის (ბუასილის), ელენთის, ღვიძლის, ქალური დაავადებების დროს. 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით მეოთხედი ჭიქა ადუღებული წყალი, 15 წუთი გააჩერეთ, გადაწურეთ და დალიეთ.

მარწყვის ახალგამოწურული წვენი შესანიშნავი საშუალებაა ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად. წაისვით სახეზე და 5 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ასეთი ნიღბის გაკეთება რეკომენდებულია კვირაში 2-3-ჯერ ერთი თვის განმავლობაში. თუ ალერგიული ხართ, ფრთხილად იყავით!

Facebook კომენტარები