5 ტოპ პროდუქტი, რომელიც დაგეხმარეთ გათავისუფლდეთ სახეზე გამონაყარისგან!
თუ სახეზე გამონაყარმა თავი მოგაბეზრათ, დაიწყეთ მასთან ბრძოლა დღევანდელი დღიდან. შეცვალეთ თქვენი კვების რაციონი და შედეგს მალევე დაინახავთ.
სპეციალისტების მიერ შერჩეული პროგრამა, რომელიც ორგანიზმის გაჯანსაღებას ემსახურება, მოიცავს 5 პროდუქტს, ისინი პორდაპირ გავლენას ახდენენენ კანის გაჯანსაღებაზე და კანის გამონაყარისგან გათავისუფლებაზე.
სუფთა წყალი
მიიღეთ საჭირო რაოდენობის წყალი, იმისათვის რომ კანი დარჩეს ჯანსაღი და ახალგაზრდა. და არანაირი გაზიანი სასმელები. საუკეთესო არჩევანია 8 ჭიქა წყალი მთელი დღის განმავლობაში, თუმცა ამ რაოდენობაში არ ჩათვალოთ სუპი ან სხვა სასმელები. წყალი პირდაპირ გავლენას ახდენს კანის დაზიანებულ უჯრედების აღდგენაზე.
ზეითუნის ზეთი.
მოამზადეთ კერძები, რომელის შემადგენლობაშიც იქნება ზეითუნის ზეთი.
ზეითუნის ზეთის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი წარმოადგენს შეუცვლელ ნატურალური ცხიმების მჟავებს.
მწვანე ჩაი
მწვანე ჩაის შემადგენლობაში შედის ანთების საწინააღმდეგო ქიმიური ელემენტი- კატეხინი. ეს ნივთიერება დაგეხმარებათ კანის გამონაყარისგან გაწმენდაში, ანთების ჩაქრობაში, რომელიც შემდეგ შესაძლოა აკნეში გადაიზარდოს.
ხორბალი და თხილი
ეს პროდუქტები დიდი რაოდენობით შეცავენ ნივთიერება- სელენს, რომელიც უდიდეს როლს თამაშობს ჯანმრთელი კანის შენარჩუნებაში. სელენი კანს ეხმარება აღადგინოს დაზიანებული უჯრედები და ასევე, შეუძლია შეაჩეროს გამონაყარის წარმოქმნა კანზე. თხილი დიდი რაოდენობით შეცავს ომეგა-3, ის კანს ხდის გლუვს და პრიალას.
ხორცი და თევზი
ეს ორი პროდუქტი ცილის საუკეთესო წყაროა. პროდუქტები, რომლებიც ცილის დიდი რაოდენობის შემადგენლობით გამოირჩევიან, ებრძვიან გამონაყარის წარმოქმნას კანზე. ცილა აუცილებლად უნდა შედიოდეს თქვენს რაციონში.
გარდა კანის სიჯანსაღისა, პროდუქტები ცილის შემადგენლობით დაგეხმარებათ წონის დარეგულორებაში.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.