ბრინჯი, როგორც უმნიშვნელოვანესი წყარო მრავალი ვიტამინის და მკურნალობა ბრინჯით

472

ბრინჯი, როგორც უმნიშვნელოვანესი წყარო მრავალი ვიტამინის და ბრინჯით მკურნალობა.

ბრინჯი ბ ვიტამინის მნიშვნელოვანი წყაროა, კონკრეტულად კი: თიამინის(B1),
რიბოფლავინი (B2), ნიაცინი (B3), და ვიტამინ B6. B ჯგუფია ვიტამინები აძლიერებენ ნერვულ სისტემას, აჯანსაღებენ კანს, ფრჩხილებს და თმებს.
ასევე, B ჯგუფის ვიტამინები წარმოდგენენ უმნიშვნელოვანეს ელემენტებს, ადამიანის ორგანიზმში მკვებავი ნივთიერებების ენერგიად გარდაქმნის პროცესში.

ბრინჯის შემადგენლობაში შედის 8 მთავარი ამინომჟავა, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესია, რათა ორგანიზმა შექმნას ახალი უჯრედები. ბრინჯის მარცვლებში შედის ცილის 7-8 %. უნდა აღინიშნოს, რომ ბრინჯი არ შეიცავს გლუტენს, რომელიც ზოგ ადამიანში იწვევს ალერგიულ რეაქციას. ბრინჯი ასევე შეიცავს ლეციტინს, რომელიც ცნობილი მოტივატორია ტვინის მუშაობისთვის, კუჭის მოქმედებისთვის.

ბრინჯი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს. ეს მინერალი არეგულირებს ორგანიზმში მარილის რაოდენობას. ბრინჯი, ასევე შეიცავს : ფოსფორს, თუთიას, რკინას, კალცს და იოდს.

გთავაზობთ ტიბეტელი ლამების საიდუმლოს - გაჯანსაღებისა და გაახალგაზრდავების უნიკალურ მეთოდს.

აიღეთ ბრინჯი, იმდენი სადილის კოვზი, რამდენი წლისაც ხართ, კარგად გარეცხეთ და ჩაყარეთ მინის ქილაში, დაასხით თბილი ადუღებული წყალი, დაახურეთ თავსახური და მოათავსეთ მაცივარში. დილით წყალი გადაასხით, აიღეთ ერთი სადილის კოვზი (სავსე) ბრინჯი, მარილის გარეშე მოხარშეთ 3-4 წუთის განმავლობაში და უზმოზე  მიირთვით. ქილაში დარჩენილ ბრინჯს კვლავ დაასხით თბილი ადუღებული წყალი და შეინახეთ მაცივარში. იგივე გაიმეორეთ ყოველ დილით მანამ, სანამ ბრინჯი არ დამთავრდება.

მკურნალობის ამ მეთოდის საიდუმლო შემდეგშია - ბრინჯის მარცვალს კრისტალური სტრუქტურა აქვს, დალბობისას ფაქტობრივად მას სახამებელს ვაცლით, მარცვლებში კი ე. წ. ნიშები ჩნდება. ბრინჯის ფაფა კუჭში კი არ გადამუშავდება, არამედ ნაწლავებში და ადსორბენტის (მშანთქავის) როლს თამაშობს, ორგანიზმიდან გამოაქვს წიდები და ტოქსინები.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia