როგორ ვებრძოლოთ გულძმარვას?

772

როგორ ვებრძოლოთ გულძმარვას?

რა იწვევს გულძმარვას? გულძმარვის მიზეზი კუჭიდან საყლაპავში მარილმჟავას გადმოსროლაა. ჩვეულებრივ, ყელსა და მკერდის ძვლის უკან წვის შეგრძნება არასწორი კვების შედეგად აღმოცენდება, მისი მიზეზია აგრეთვე ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება, ზოგჯერ – მეტისმეტად მოჭერილი ქამარი და ასევე ორსულობა.

თუ გულძმარვა რეგულარულად გაწუხებთ (კვირაში ერთზე მეტჯერ, ცხოვრების ჩვეული წესის დაცვის მიუხედავად), საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებათა გამოსარიცხად აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ექიმს.

მთავარია, წვის შეტევის დროს მოიხსნათ ეს უსიამოვნო შეგრძნება, მით უფრო, რომ წვას ხშირად ტკივილიც ერთვის. ამისთვის სპეციალისტები რამდენიმე რეკომენდაციას გვაძლევენ:

როგორ დავაღწიოთ თავი გულძმარვას?

სწრაფი

მეთოდები

წყალი – ყველაზე მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალებაა. ერთი ჭიქა თბილი წყალი ბუნებრივად აქვეითებს მარილმჟავას კონცენტრაციას კუჭში (ერთგვარად განაზავებს მას) და ამცირებს გულძმარვას. მთავარია, წყალი დამდგარ ან დამჯდარ მდგომარეობაში დალიოთ და ამის შემდეგ არ წამოწვეთ.

სოდა – აიღეთ 200 მლ წყალი და გახსენით მასში ნახევარი  ჩაის კოვზი საჭმელი სოდა. მიღებული ნარევი ყლუპ-ყლუპად (მცირე ულუფებით) დალიეთ. სოდა ექსტრემალურ სიტუაციებში უნდა გამოიყენოთ. მისი რეგულარულად მოხმარება არასასურველია. სოდის გამოყენების მეთოდი უკუნაჩვენებია ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც არტერიული ჰიპერტენზია და კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებები აწუხებს.

გააქტიურებული ნახშირი – სრულიად უსაფრთხოა. მისი მიღება ორსულებსაც კი შეუძლიათ. ის კუჭში ჭარბ მარილმჟავას ბოჭავს და გულძმარვაც ქრება. ნახშირის რამდენიმე აბს წყალი უნდა მიაყოლოთ. მეტი ეფექტიანობისთვის დანაყეთ 10 აბი ნახშირი, გახსენით 100-150 მლ რძეში და ერთბაშად დალიეთ. ერთადერთი უსიამოვნო შედეგი, რაც ნახშირის მიღებას შეიძლება მოჰყვეს, ნაწლავთა ფუნქციის ცვლილებაა, ასე რომ, ამ მეთოდს რეგულარულად ნუ მიმართავთ.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები