მცენარე, რომელიც აუმჯობესებს მეხსიერებას და სისხლის მიმოქცევას ტვინში

6127

მცენარე, რომელიც აუმჯობესებს მეხსიერებას და სისხლის მიმოქცევას ტვინში

როზმარინის ექსკლუზიური სარგებელი

დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტების შემცველობის წყალობით აქრობს ანთებას;

აჯანსაღებს ტვინს სისხლის დიდი ნაკადის მიწოდებით;

ამცირებს სტრესს, ამცირებს სისხლში ჰორმონი კორტიზოლის დონეს;

ასტიმულირებს თმის ზრდას. ძალიან სასარგებლოა როზმარინის ეთეროვანი ზეთის დამატება შამპუნებსა და ნიღბებში;

აძლიერებს მთელ ორგანიზმს, ასუფთავებს პათოგენურ ბაქტერიებს, აახალგაზრდავებს უჯრედებს.

სცადეთ უნიკალური როზმარინის ჩაის დალევა! 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ გამხმარ როზმარის მდუღარე წყალი დაასხით. ჩაის 15 წუთი დაყენების საშუალება მიეცით და სამკურნალო სასმელი უკვე მზადაა.

როზმარინის ჩაის დალევის საუკეთესო დროა საღამო, უმჯობესია ძილის წინ. ამ სასმელის 1 ჭიქა დღეში დიაბეტით დაავადების რისკს მინიმუმამდე დაიყვანს და სხვა სახიფათო დაავადების გავცრეცელებას შეამცირებს.

Ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც როზმარინის სურნელით სავსე ოთახში იყვნენ, მეხსიერების 65-80% -ით მეტი ქულა ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც ჩვეულებრივ ოთახში იმყოფებოდა. მეცნიერებმა შეძლეს ამის ახსნა იმ ფაქტით, რომ როზმარინის არომატი ზრდის 1,8-ცინეოლის ნაერთების კონცენტრაციას სისხლში, რაც მოქმედებს ბიოქიმიურ სისტემაზე და აუმჯობესებს მეხსიერებას.

თანამედროვე მედიცინა დღეს აქტიურად იყენებს როზმარინს სამკურნალოდ. მისგან ამზადებენ ჩაის, ნაყენს, მალამოებს და სხვა სამკურნალო პრეპარატებს.

– როზმარინის ზეთს იყენებენ მენსტრუალური ციკლის დარღვევის, ნაღვლის ბუშტის, ნაწლავების, ღვიძლის, თირკმლებისა და გულის დაავადების დროს.
– თმის ხარისხის გასაუმჯობესებლად როზმარინის თბილი ზეთი შეიზილეთ თმის ძირებში (4 წვეთი 10 მლ). როზმარინის ზეთით რეგულარული თავის კანის მასაჟი ხელს უშლის თმის ნაადრევად გაჭაღარავებას, ქერტლის წარმოქმნას.

– სტომატიტისა და პირიდან უსიამოვნო სუნის დროს 200 მლ წყალს დაამატეთ 1 წვეთი როზმარინის ზეთი და გამოივლეთ პირის ღრუში.
– თავისა და კუნთების ტკივილის,რევმატიზმისა და ართრიტის დროს მტკივნეული ადგილები დაიზილეთ როზმარინის ზეთით.
– ალერგიის, ანგინის, გაცივებისა და გრიპის დროს როზმარინის ზეთის ინჰალაცია აიოლებს სუნთქვას.
– როზმარინის ზეთი ანტისეპტიკურია და ასთმის დროს ძალიან ეფექტიანად ხსნის სპაზმებს.
– მეტეორიზმისა და კუჭის სპაზმების დროს 1 ჩ/კ როზმარინს დაასხით 250 მლ მდუღარე, გააჩერეთ 10-15 წუთი და სვით, როგორც ჩაი (ერთი ფინჯანი) საუზმემდე და სადილამდე 20 წუთით ადრე.
– ჰიპოტონიის დროს 1 ს/კ როზმარინს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. 10 წუთის მერე გადაწურეთ და მიიღეთ 1 ს/კ ნაყენი (შეიძლება თაფლთან ერთად) ჭამამდე 30 წუთით ადრე.
– დაღლილობისა და დეპრესიის დროს დაყნოსეთ როზმარინის ზეთი, ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციას, მატებს ენერგიას, აუმჯობესებს მეხსიერებას.

Facebook კომენტარები