როგორ ავარჩიოთ და შევინახოთ კოჭა? რა დროსაა რეკომენდებული მიღება?

701

როგორ ავარჩიოთ და შევინახოთ კოჭა? რა დროსაა რეკომენდებული მიღება?

კოჭა განსაკუთრებულ არომატს აძლევს კერძებს,  უფრო სწორად რომ ვთქვათ, მასზე დაფუძნებული ბუნებრივი არომატიზატორი დაემატება სასმელებსა და ტკბილეულს. .როგორ ავირჩიოთ ახალი და ხარისხიანი პროდუქტი? ახალ კოჭა აქვს გლუვი კანი. იგი მგრძნობიარეა შეხებაზე და არ აქვს შავი ლაქები და ჩაღრმავებები.

Მაცივარში, კოჭას შენახვა შესაძლებელია რამდენიმე კვირის განმავლობაში. გამხმარ და დაქუცმაცებულ კოჭას გემო მნიშვნელოვნად განსხვავდება ახლისგან. მას არ გააჩნია ისეთი გამაგრილებელი გემო, როგორც  ახალს.

კოჭა ხსნის დაღლილობას, შველის თავის ტკივილს, გაღიზიანებას. იყენებენ შაკიკის, გრიპისა და სხვადასხვა დაავადების დროს, იმუნიტეტის გასაძლიერებლად. ხელს უწყობს წონაში დაკლებას, გამოირჩევა სექსუალური ენერგიის აღდგენის უნარით.

კოჭას ბოლქვები:

• კარგად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე; ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას

• აძლიერებს იმუნურ სისტემას

• აფერხებს ნაწლავების სიმსივნის განვითარებას

• ხსნის ტკივილს ართრიტის დროს, ამცირებს ტკივილს კუჭისა და ნაწლავების დაავადებების დროს (მაგალითად, საკვებით მოწამვლისას და სხვა)

• ხსნის სპაზმებს და შებერილობისას ორგანიზმს განტვირთვაში ეხმარება

• კარგი ოფლმდენი საშუალებაა

• შველის პირღებინებას, ხელს უწყობს ნაღვლის გამოდენს და ნაღვლის წვენის გამომუშავებას.

მცენარე ასევე დადებითად მოქმედებს ქალებზე, როგორც დამამშვიდებელი საშუალება მენსტრუალური ციკლის დროს, ორსულობის დროს – როგორც ტოქსიკოზის სიმპტომების მოსახსნელი საშუალება (ორსულთათვის ჯანჯაფილის მიღება ორსულობის ბოლო თვეებში და ძუძუთი კვების დროს არ არის სასურველი). ჯანჯაფილის გამოყენება რეკომენდებულია უშვილობის დროს; კოჭათი მკურნალობენ მიომას, აწესრიგებს ჰორმონალურ ფონს. ასევე, კლიმაქსის დროს ამსუბუქებს სიმპტომებს, შველის თავის ტკივილსა და გაღიზიანებულობას.

ჩაის რეცეპტი: დაჭერით ჯანჯაფილი წვრილად, დაასხით სუფთა წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, ხარშეთ 15 წუთი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და სხეულის ტეპერატურამდე გააგრილეთ. დაამატეთ თაფლი და ლიმონის წვენი.

ჯანჯაფილი+თაფლი+ლიმონი – ჩაი ამ ინგრედიენტებით დაგეხმარებათ განტვირთვაში, მნიშვნელოვნად ამცირებს დაძაბულობას, შეაჩერებს შაკიკს, ყავის მსგავსად, აამაღლებს ორგანიზმის ტონუსს.

 

Facebook კომენტარები