Ზაფხულის 7 ყველაზე ჯანსაღი სასმელი
ზაფხულში, ცხელ ამინდში, წყურვილი სულ უფრო ხშირად გვტანჯავს. თუ არ გსურთ ჩვეულებრივი წყლის დალევა, გთავაზობთ 7 არამარტო გამაგრილებელ, არამედ ჯანსაღ სასმელს.
1. რძე-ფარმაცევტული ტაბლეტებისგან განსხვავებით, რძის კალციუმს ორგანიზმი 97 პროცენტით ითვისებს.
2. კაკაო- დიაბეტისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს საგრნობლად ამცირებს
3. პომიდვრის წვენს აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტი ლიკოპინი, რომელიც ხელს უშლის კიბოს განვითარებას. ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ხელს უწყობს ენეეგიით ავსებას.
4. მწვანე ჩაი- შეიცავს ვიტამინების და მიკროელემენტების მთელ სპექტრს, ასევე ანტიოქსიდანტებს. ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის შემცირებას.
5. შოკოლადის სასმელი გაზრდის სხეულის მთლიან ტონს "ბედნიერების ჰორმონის" - სეროტონინის დახმარებით. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის მაღალკალორიული სასმელი.
6. ფორთოხლის წვენი - ლიდერი C ვიტამინის შემცველობით, ხელს უწყობს იმუნური სისტემის გააქტიურებას.
7. გრეიფრუტის წვენი შეიცავს ალკალოიდ ქინინს (ეფექტურია მალარიის წინააღმდეგ). სასარგებლოა ჰიპერტენზიისთვის, ამცირებს მავნე ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში.
ეს სასმელი სასარგებლოა და შეიცავს მხოლოდ ნატურალურ შაქარს, ერთ ჭიქაში კი მხოლოდ 18 კილო კალორიაა.
საჭირო ინგრედიენტებია:
- 1 წითელი გრეიფრუტი
- 1 ლაიმი
- 3 ცალი როზმარინის ყლორტი
- 1 ლიტრი გაზირებული მინერალური წყალი
მომზადების წესები:
- გათალეთ და გაფცქვენით გრეიფრუტი. მოაშორეთ თეთრი ნაწილი და კანი ისე, რომ მხოლოდ რბილობი დარჩეს. შემდეგ მოათავსეთ ის 1.5 ლიტრიან ჭურჭელში.
- თხლად დაჭერით ლაიმი და დაამატეთ გრეიფრუტიან ჭურჭელს ლაიმის ნაჭრები და როზმარინის ყლორტები, ფრთხილად დაასხით 1 ლიტრი მინერალური გაზირებული წყალი და 30 წუთით შედეთ მაცივარში, რომ გემოები კარგად გამოიყოს და აირიოს.
- თუ გსურთ 1 დღით წინასწარ გააკეთოთ მოცემული სასმელი გირჩევთ როზმარინის ყლორტები გაკეთებიდან 3 საათში ამოიღოთ, რომ მისმა გემომ ციტრუსის არომატები არ გადაფაროს.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.