ნახეთ, რა მოუვა თქვენი ფეხის უხეშ კანს ძმარში ჩაყოფის შემდეგ

636

ნახეთ, რა მოუვა თქვენი ფეხის უხეშ კანს ძმარში ჩაყოფის შემდეგ

საკმაოდ ცნობილია ვაშლის ძმრის დადებითი თვისებები, თუმცა საოჯახო საქმიანობასთან ერთად იცოდით რომ მისი დახმარებით შეიძლება ფეხის გაჯანსაღებაც შეძლოთ? სამწუხაროდ ბევრი ადამიანი შეიძლება შეაწუხოს ფეხის ან ფრჩხილის სოკომ, რაც იწვევს ტკივილს და ბევრ უსიამოვნო ეფექტს.

თუკი გსურთ, რომ ფეხის სოკოს პრობლემები დიდხანს არ გაგრძელდეს, შეგიძლიათ ჩაიტაროთ საკმაოდ მარტივი პროცედურა, რომლის გასაკეთებლადაც სახლში არსებული ინგრედიენტები სრულიად საკმარისია. თქვენ უბრალოდ დაგჭირდებათ ვაშლის ძმარი.

ჩაყავით ამ სითხეში ფეხის თითები 10-დან 30 წუთამდე პერიოდის განმავლობაში და ეფექტს მალევე შეამჩნევთ. თუკი ამ პროცედურას ყოველდღე გაიმეორებთ, სოკო უმტკივნეულოდ და სწრაფად გაგიქრებათ. თუ იგრძნობთ რაიმე სახის წვას, დაუმატეთ ვაშლის ძმარს წყალიც.

ვაშლის ძმარს თუკი თაფლსაც დაუმატებთ, თქვენ შეძლებთ უმკურნალოთ ფეხის კრუნჩხვებსაც. ამ უსიამოვნო და მტკივნეული პრობლემის მოსაგვარებლად დაუმატეთ 1 ჩ/კ თაფლს 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და მოათავსეთ ცხელი წყლით სავსე ჭიქაში ერთად. ეს ნარევი მარტივად მოგაშორებთ ამ პრობლემას.

ვაშლის ძმრის აბაზანები, ასევე, ძალიან კარგია დახეთქილი ქუსლებისთვის. ქუსლებზე ნახეთქების გაჩენისას ადამიანი განიცდის დისკომფორტს, მჭრელ და მჩხვლეტ ტკივილს, ქუსლები ისე ეწვის, თითქოს გახურებულ ქვიშაზე იდგეს, კანი უუხეშდება და უსქელდება, საგულდაგულო დათვალიერებისას კარგად ჩანს თავდაპირველად წვრილი, მოკლე ბზარები, რომლებიც შემდეგ გრძელდება და ღრმა ნახეთქებად იქცევა.

ამ დისკოფორტის თავიდან ასაცილებლად კი ზემოთ ხსენებულ აბაზანაში მოათავსეთ ფეხები საღამოობით 20-30 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი წაისვით ფეხის კრემი. რაც უფრო ხშირად გაიმეორებთ ამ პროცედურას, მით უფრო მალე მიიღებთ სასურველ შედეგს.

ვაშლის ძმრის შეძენა შეგიძლიათ ნებისმიერ სუპერმარკეტში. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რომ თქვენს მიერ შეძენილი ვაშლის ძმარი იყოს ორგანული. მალევე დარწმუნდებით, რომ ის თქვენი საუკეთესო დამხმარე გახდება.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები