Მოიცილეთ კბილებზე ნადები, ქვები და ბაქტერიები, რომლებიც იწვევს პირის ღრუს არასასურველ სუნს, სულ რაღაც ერთი ინგრედიენტის დახმარებით!

1466

Მოიცილეთ კბილებზე ნადები, ქვები და ბაქტერიები, რომლებიც იწვევს პირის ღრუს არასასურველ სუნს, სულ რაღაც ერთი ინგრედიენტის დახმარებით!

მარტივი და იაფი მეთოდია!

ადამიანის განწყობა  დამოკიდებულია მისი კბილების მდგომარეობაზე. იმისათვის, რომ გქონდეთ ლამაზი და ჯანმრთელი კბილები, საჭიროა დაიცვათ კბილის მოვლის წესები. პირის ღრუს სწორი მოვლა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ სტომატოლოგიური დაავადებები.

აუცილებელია კბილების გაწმენდა საკვების მიღების შემდეგ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს შეულებელია, ამიტომ  წმენდის მინიმალური ნორმა შეიძლება იყოს კბილების გახეხვა გაღვიძებისა და ძილის წინ. კბილები სულ მცირე ორი წუთის განმავლობაში უნდა იხეხოთ, ისე რომ ღრძილები არ დააზიანოთ.

მნიშვნელოვანია ჯაგრისის შერჩევა, ის უნდა იყოს საშუალო სიმაგრის, მაგრამ თუ თქვენ ღრძილებთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, მაშინ უმჯობესია რბილი ჯაგრისის გამოყენება. ყოველ 2 თვეში უნდა მოხდეს მისი გამოცვლა. ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოთ რამდენად სწორად იყენებთ მას, რადგან  არასწორი გამოყენებით მხოლოდ გარეგნულად ხდება კბილის გასუფთავება.

ჯანსაღი კბილები და ღრძილები ადამიანის ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობის ერთერთი ინდიკატორია და მისი შენარჩუნება ჩვენთვის ყოველდღიური საზრუნავია, რაც გამოიხატება პირის ღრუს ყოველდღიურ ჰიგიენაში. თუმცა, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, დიდი ყურადღება ექცევა ესთეტიკურ მხარესაც – ანუ კბილების ფერს.

ენის ზედაპირზე არსებულ ნაოჭებში დიდი რაოდენობით საკვები გროვდება, რაც ბაქტერების საკვებს წარმოადგენს. დალასის ამერიკის სტომატოლოგიური კვლევების ყოველწლიურ შეკრებაზე, ბუფალოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ენის ზედაპირზე მცხოვრები ბაქტერია Solobacterium moorei ჰალითოზის ძირითად გამომწვევად დაასახელეს.

გამოიყენეთ ენის საწმენდები ენის ზედაპირიდან საკვების ნარჩენების მოსაშორებლად.

ამასთან, არსებობს ინგრედიენტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვისა და ნადების მოცილებას და ასევე გაანადგურებს მავნე ბაქტერიებს. ეს არის ქოქოსის კარაქი.

კბილის ჯაგრისზე მოათავსეთ 1 ჩაის კოვზი ქოქოზის კარაქი და გამოიხეხეთ კბილები 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი გამოივლეთ წყალი.

ეს მეთოდი უკეთესად მუშაობს ვიდრე კბილის პასტა, ზეთს ასევე შეუძლია გაწმინდოს სისხლი და ხელი შეუწყოს სხვა დაავადებების პრევენციას.

ნუ დაგავიწყდებათ მეგობრებისა და ოჯახისთვის გაზიარება!

Facebook კომენტარები