ორი ინგრედიენტით დამზადებული გელი: მკურნალობს ასაკობრივ ლაქებს, ნაწიბურებს, აკნეს, ფსორიაზს და დამწვრობას.
ეჭვგარეშეა, რომ კანის ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო ბუნებრივი ინგრედიენტებია ალოე ვერა და ქოქოსის ზეთი.
ამ ორ ინგრედიენტს აქვს სამკურნალო მოქმედება, რაც მეცნიერულად დადასტურებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეგზემა, ფსორიაზი, გამონაყარი, გაღიზიანებული ან მშრალი კანი.
ჯანმრთელობის მრავალი სარგებელის გამო, ალოე ვერა და ქოქოსის ზეთი ჩვეულებრივ გამოიყენება სხეულის მოვლის საშუალებებში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან სასარგებლოა ცალცალკ გამოყენებით, კომბინირებისას კიდევ უფრო სასარგებლოა.
საუკეთესო ნაზავი მიიღება, როდესაც ალოე ვერას გელს და არა წვენს არარაფინირებულ ქოქოსის ზეთს აერთიანებთ. როგორც წესი, წყალი და ზეთი კარგად არ ერევა, ამიტომ არ არის რეკომენდებული ამ მცენარის წვენის გამოყენება.
ალოე ვერას ჯანმრთელობის ზოგიერთი სარგებელი:
- ალოე ვერა ძალზე ეფექტურია მცირედი დამწვრობისა და მზის დამწვრობის სამკურნალოდ.
- ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს და გამონაყარს.
- ამცირებს სტრიების, ასაკობრივ ლაქების, აკნეს და ნაწიბურების გაჩენას.
- ღრმად ატენიანებს და აახალგაზრდავებს კანს.
- ქოქოსის ზეთის ჯანმრთელობის ზოგიერთი სარგებელი:
- საოცრად მოქმედებს, როგორც ბუნებრივი დამატენიანებელი.
- ანელებს კანის დაბერებას.
- ძალიან სასარგებლოა მშრალი კანისთვის.
- უზრუნველყოფს სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიულ მოქმედებას და მკუნალობს კანის სხვადასხვა მდგომარეობას, როგორიცაა ეგზემა, ფსორიაზი, მზის დამწვრობა, გამონაყარი და კანის გაღიზიანება.
- ის შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება.
- შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მასაჟის ზეთი.
შემადგენლობა:
1/2 ჭიქა ორგანული ქოქოსის ზეთი
1/3 ჭიქა სუფთა ალოე ვერას გელი
რამდენიმე წვეთი ეთერზეთი თქვენთვის სასურველი (როგორიცაა ლავანდა, ჟასმინი, ვარდი, ვანილი)
მომზადება:
პატარა თასში, აურიეთ ქოქოსის ზეთი და ალოე ვერა 5-10 წუთის განმავლობაში. უნდა მიიღოთ მსუბუქი და გლუვი პასტა.
დაამატეთ ეთერზეთები.
ნარევი შეინახეთ მინის ჭურჭელში, ოთახის ტემპერატურაზე. ასევე შეგიძლიათ მაცივარში შწინახით თუ გარეთ ვთბილა.
როგორ გამოვიყენოთ ლოსიონი?
ლოსიონი უნდა გამოიყენოთ, როგორც ნებისმიერი სხვა ლოსიონი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ის საუკეთესო შედეგს იძლევა ნესტიან კანზე წასმისას, სასურველია დაბანის შემდეგ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მაკიაჟის მოსაშორებლად.