ეფექტური მეთოდები, როგორ მოვიცილოთ თვალის ქვეშ უსიამოვნო "ბალიშები"
თვალების ქვეშ სილურჯეები და „ბალიშები“ კოსმეტიკური პრობლემაა, რომელიც ამა თუ იმ ფორმით პრაქტიკულად ყველას აწუხებს.
ამ უსიამოვნების ძირითადი მიზეზი ასაკობრივი ფაქტორია (კანი ელასტიკურობას კარგავს და შეშუპება სულ უფრო ხშირად ჩნდება) და მემკვიდრეობაა (თქვენი კანის უჯრედებს შეიძლება უბრალოდ ცხიმოვანი დაგროვებისკენ მიდრეკილება ჰქონდეს).
მეორეხარისხოვანი მიზეზი შეიძლება იყოს გაუწყლოება, უძილობა, ალერგიული რეაქცია, ჰორმონალური დისბალანსი, არასწორი კვება და მავნე ჩვევები.
ზოგადად მათაც კი, ვისაც თვალების ქვეშ „ბალიშები“ არ აწუხებთ, გაციების და სურდოს დროს შეიძლება მსგავსი უსიამოვნება მარტივად გაუჩნდეთ.
1.თვალის ირგვლივ თხელი კანის ქვეშ უამრავი სისხლძარღვია, რომლებიც თხელი კანიდან ჩანს.
უძილობა, სტრესი და სხვა ცხოვრებისეული სირთულე სისხლძარღვების ტონუსს ამცირებს, სწორედ ამიტომ მათი გაძლიერება აუცილებელია.
ყველაზე მარტივი და დროში გამოცდილი მეთოდია – ყინულის კუბებით თვალის ირგვლივ კანის გაწმენდა. გამაგრილებელი ნიღბები, კრემები და კომპრესები ასევე არ დაგაზიანებთ.
2. შავი ჩაის კომპრესი დაგეხმარებათ.
1 ჩ/კ ჩაის ¼ ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. ნახევარი საათით დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ. ბამბის დისკი ჩაის ნაყენში დაასველეთ და პრობლემურ ზონაზე დაიდეთ. პროცედურის ხანგრძლივობა – 15 წუთი.
ამ დროში ჩაის დისკი ორჯერ გამოცვალეთ. ბოლოს ცივ წყალში დასველებული ბამბის დისკით თვალები გაიწმინდეთ და ნებისმიერი მკვებავი კრემი წაისვით.
3. იმისათვის, რომ თქვენმა თვალებმა იბრწყინონ და ჯანსაღი იერი შეინარჩუნონ, ურიგო არ იქნება პერიოდულად მათი განებივრება კამის ნახარშის აბაზანებით. ოთახის ტემპერატურის ნახარშში ჩაყავით სახე და თვალები 30 წმ-ის განმავლობაში ახამხამეთ.
4. თვალის ქვეშ "ტომრების" მოცილებაში დაგეხმარებათ ვარდისფერ წყალში დასველებული ბამბის ტამპონები, რომლებსაც ქუთუთოებზე დაიდებთ და 15 წუთს გააჩერებთ.
5. ქუთუთოებისთვის სასარგებლოა უმი გახეხილი კარტოფილისა და მასში შერეული 2 ჩ/კ ფქვილისა და ამავე რაოდენობის რძის ნიღაბი.
გარდა ამისა, კანიანად მოხარშულ გაგრილებულ კარტოფილს შუაზე ჭრიან და იდებენ თვალებზე 40 წუთი.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.