ქერტლის მკურნალობა სახლის პირობებში ხალხური მედიცინით

1812

ქერტლის მკურნალობა სახლის პირობებში ხალხური მედიცინით

ქერტლი თავის კანის ნაწილაკებია, რომლებიც კვდება და იქერცლება. ეს შეიძლება იყოს მრავალი დაავადების, მაგალითად, ფსორიაზის ან სებორეის, შედეგი, ამიტომ ქერტლის აღმოჩენისას საჭიროა მივმართოთ ექიმ დერმატოლოგს და ჩავიტაროთ სათანადო სამედიცინო გამოკვლევა.

ნორმალურ პირობებში, ცხადია, კანის უჯრედები კვდება და პერიოდულად განახლდება, მაგრამ ქერცლი ასწრებს გარქოვანებას და თითქმის უხილავი ხდება.

რომელიმე პათოლოგიური პროცესის შედეგად კანის კვდომის პროცესის დაჩქარებისას ისინი ერთმანეთს ეწებება და წარმოქმნის დიდი ზომის თეთრ ფანტელებს, რომლებსაც უსიამოვნება და დისკომფორტი მოაქვთ.

ქერტლის წარმოშობის მიზეზები

არსებობს საკმაოდ შთამბეჭდავი ჩამონათვალი იმ ფაქტორებისა, რომლებიც შეიძლება ქერტლის გაჩენის მიზეზად იქცეს:

  • ძლიერი ნერვული გადაძაბვა და ხშირი სტრესი;
  • არასწორი კვება,
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;
  • თმის არასწორი მოვლა;
  • სისხლის მიმოქცევის მოშლა;
  • ზოგიერთი ვიტამინის ნაკლებობა;
  • ენდოკრინული სისტემის დაავადებები;
  • სხეულის ტემპერატურის მო­მატება;
  • გენეტიკური განწყობა.

ქერტლის სამკურნალო ხალხური საშუალებები

ხალხური მედიცინის არსენალში ქერტლის მოსაშორებლი უამრავი რეცეპტია. მათ შორის ბევრი ეფექტურია და შეიძლება დაგვეხმაროს ქერტლთან ბრძოლაში.

ცხიმიანი ქერტლის დროს ხა­ლხური მედიცინა გვირჩევს, შევიზილოთ თმაში გულყვითელას სპირტზე მომზადებული ნაყენი, შევიხვიოთ პირსახოცით და ნახევარი საათის შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.

ეს პროცედურა გავიმეოროთ კვირაში 2-ჯერ. ასევე შეიძლება გამოვიყენოთ აბუსალათინისა და ბირკავას ზეთი.

ქერტლთან ბრძოლისას შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს ჩვეულებრივი მაწონი. წავისვათ იგი ნახევარი საათით თმაზე, მერე კი მდოგვიანი თბილი წყლით ჩამოვიბანოთ. ქერტლიც გაქრება და თმაც გაჯანსაღდება.

ქერტლთან ბრძოლისას აუცილებელია კომპლექსური და სისტემური მიდგომა. თუ შევიცვლით ცხოვრების წესს და აქტიურად გამოვიყენებთ სამკურნალო საშუალებებს, ქერტლი შეიძლება რამდენიმე კვირაში დავამარცხოთ.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები