aviabiletebi
aviabiletebi
მთავარი ჯანმრთელობა კალენდულას უებარი სამკურნალო თვისებები

კალენდულას უებარი სამკურნალო თვისებები

429

კალენდულას, იგივე გულყვითელას უებარი სამკურნალო თვისებები

ცნობილია, რომ ავიცენა კალენდულის ნაყენით მკურნალობდა საჯდომი ნერვის ანთებას, მოწამვლას, გველის ნაკბენს, ქალებს მენსტრუალური ციკლის მოსაწესრიგებლად მცენარის ახლადგამოწურულ წვენს სთავაზობდა.

სხვადასხვა ეპოქის ექიმები კალენდულას შეშუპების, კანის დაავადებების, შაკიკის, ინტოქსიკაციის, ძუძუს კიბოს სამკურნალოდ იყენებდნენ.

კალენდულას ამერიკელები და ბრიტანელები ასევე წვნიან კერძებში, სალათებში ამატებენ, მისი ყვავილებით კი ხშირად სადღესასწაულო კერძებს რთავენ.

გულყვითელას ხალხურ მედიცინაში იყენებენ როგორც ანტისეპტიკურ, ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის შემახორცებელ საშუალებას.

გულყვითელას ნაყენის ხშირი გამოვლება პირის ღრუში ეფექტური საშუალებაა ღრძილების ანთების საწინააღმდეგოდ, ამცირებს ან სრულიად წყვეტს ღრძილებიდან სისხლის დენას, ამაგრებს ღრძილების ქსოვილს. მის ნაყენს ივლებენ აგრეთვე ტონზილიტისა და ანგინის დროს.

გულყვითელას ნაყენის დალევა აუმჯობესებს გულის მუშაობას, ამცირებს შეშუპებას. იგი ასევე კარგად მოქმედებს გასტრიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, კოლიტებისა და ენტეროკოლიტების დროს.

განსაკუთრებით ეფექტურია გულყვითელას გამოყენება სააფთიაქო გვირილასა და ფარსმანდუკთან ერთად.

კალენდულას და სააფთიაქო გვირილის ნაკრები გამოიყენება როგორც ანტიბაქტერიული, სპაზმოლიტური, ანთების საწინააღმდეგო საშუალება, აგრეთვე ნაღვლის სადინარების სამკურნალოდ.

გულყვითელას ნაყენი

კალენდულას  ნაყენის მისაღებად 20 გრ ყვავილი (2 სუფრის კოვზი) მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში, ხშირად ურიეთ, შემდეგ გააცივეთ 45 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი გააზავეთ ანადუღარი წყლით, საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. ნაყენი შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თბილი 1-2 სუფრის კოვზი 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ კუჭ-ნაწლავის დაავადების დროს.

პირის ღრუში და ყელში გამოსავლებად 1 სუფრის კოვზ ყვავილს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს.

პროქტიტების დროს იკეთებენ გულყვითელას ნაყენის ოყნებს (1 ჩაის კოვზი ნაყენი, 1/4 ჭიქა წყალზე).

გულყვითელას სპირტიანი ნაყენი იყიდება აფთიაქებშიც მიიღება 30 წვეთიდან 1 ჩაის კოვზამდე 2-3-ჯერ დღეში.

სხვადასხვა ხალხურ მედიცინაში გამოიყენებენ ისეთი დაავადების სამკურნალოდ როგორიცაა ნევრასთენია, კლიმაქსი, კანის დაავადებები, პარონდონტოზი, სტომატიტი.

 

frenis kompensacia
frenis kompensacia
დაკოპირება ისჯება კანონით