ყინულის კუბები კანისთვის. მოამზადეთ სახლში
1. ყინული მწვანე ჩაისგან. ასეთი შემადგენლობა ნებისმიერი ტიპის კანისთვის სასარგებლოა - ატონიზირებს და აუმჯობესებს კანს. დააყენეთ 1 ჭიქა მაგარი ჩაი, გააცივეთ და გაყინეთ ყინულის ფორმაში.
2. საზამთროს ყინული. ასევე კარგად ატონიზირებს და აჯანსაღებს ნებისმიერი ტიპის კანს. უნდა გაიყინოს საზამთროს წვენი.
გამოყენება: ყინულის კუბი მოისევით სახეზე და წვენი გაიჩერეთ კანზე 15 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ.
3. დაფნის ფოთოლის ნახარშის ყინული ავიწროვებს ფორებს და ატონიზირებს კანს. უხდება ცხიმიან და კომბინირებულ კანს. გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება, ხსნის სიწითლეს.
4. ლიმონის ყინული. რამდენიმე სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და 1 ჭიქა მინერალური წყალი შეურიეთ. ძალიან ეფექტურია გაფართოებული ფორების დროს.
5. ბალახის ყინული ცხიმიანი და გამოყრილი კანისთვის. სალბის ნაყენი შეურიეთ ალოე ვერას წვენს (2-3 სუფრის კოვზი) და გაყინეთ.
6. ხილის ყინული (გაყინული წვენი ხილის მცირე ზომის ნაჭრებით).
7. ყინული კარტოფილის წვენისგან კარგად მოქმედებს პრობლემურ კანზე.
8. გვირილას ყინული. მოამზადეთ ნაყენი, გაფილტრეთ და გაყინეთ. გააჩნია დამაშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
9. კიტრის ყინული - გაყინული კიტრის წვენი და მინერალური წყალი , გაყინეთ და მოისვით სახეზე.
გამოყენების წესი
უმჯობესია ყინულის გამოყენება დილას და საღამოს.
სასურველია ყინულის სახეზე წასმა მისი გადატარებით მასაჟის ხაზებზე, კანის ერთ ადგილზე დიდხანს გაუჩერებლად.
პროცედურის შემდეგ არ ღირს სახის ხელსახოცით გამშრალება, უმჯობესია სისველის დატოვება სახეზე ნახევრად შეშრობამდე.
შემდეგ შეიძლება დამატენიანებელი კრემის წასმა - თუკი პროცედურა დილით ჩაატარეთ, ხოლო მკვებავი კრემი - თუკი ძილისთვის ემზადებით.
არ გამოიყენოთ ყინულის კუბის შუაგული სახის მოვლისთვის, რადგან ითვლება, რომ გაყინვის დროს ყინულის ცენტრში გროვდება მავნე ნივთიერებები.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.