მეჭეჭები საკმაოდ შემაწუხებელი და პრობლემურია. აი ამ მარტივი მეთოდებით შეგიძლიათ მოიცილოთ სამუდამოდ

1396

მეჭეჭები საკმაოდ შემაწუხებელი და პრობლემურია. აი ამ მარტივი მეთოდებით შეგიძლიათ მოიცილოთ სამუდამოდ

1. ვაშლის ძმარი– აიღეთ ბამბის ბალიში და ძმარში დაასველეთ, მოათავსეთ ის მეჭეჭზე და სტერილურად გადაიხვიეთ. მთელი ღამით გაიჩერეთ. არსებობს კიდევ ერთი ალტერნატივაც, ვაშლის ძმარი თბილ წყალთან ერთად გააზავეთ და ყოველ დღე 20 წუთის განმავლობაში მეჭეჭზე დაიდეთ, სანამ მისი ზომა არ შემცირდება.

2- ბანანი– გაფცქვენით ბანანი, შიდა ნაწილს პატარა ნაჭერი აათალეთ და მეჭეჭზე დაიდეთ, პროცედურა გაიმეორეთ დღეში ორჯერ იმდენი ხნის განგრძლივობით, რამდენსაც შეძლებთ.

3- C ვიტამინი– აიღეთ ერთი ტაბლეტი C ვიტამინი და დაფშვენით, დაამატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი ან წყალი, უნდა მიიღოთ კრემისებური მასა. წაისვით ის მეჭეჭზე და მჭიდროდ შეიხვიეთ.

როგორც მედიკოსები ამბობენ, ეს ვიტამინი აღწევს კანში და ანადგურებს მეჭეჭის გამომწვევ ვირუსს, ლიმონის დამატებით კი ვიზულურადაც ამცირებთ მის ზომას.

4- თაფლი– მეჭეჭი სქელი თაფლის ფენით დაიფარეთ და მჭიდროდ შეიხვიეთ. იმის გამო, რომ თაფლი ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებებით გამოირჩევა, ის აქტიურად იბრძვის მეჭეჭის წარმომქმნელი ბაქტერიების წინააღმდეგ.

5- დაჭრილი კარტოფილი– გათალეთ და დაჭერით კარტოფილი. დღეში სამჯერ დაიდეთ ის პრობლემურ ადგილზე ან დაიდეთ კარტოფილი და მჭიდროდ გადაიხვიეთ. ეს ერთ-ერთი ძალიან უსაფრთხო და მარტივი საშუალებაა.

6- ანანასის წვენი– მეჭეჭიანი ადგილი ჭაყავით ანანასის წვენში და გააჩერეთ 3-5 წუთის განმავლობაში, პროცედურა დღის განმავლობაში 2-3-ჯერ გაიმეორეთ. როდესაც პროცესს მორჩებით ხელი მშრალი პირსახოცით გაიმშრალეთ. ცნობილია, რომ ანანასის წვენი საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს მჟავა ნივთიერებებს, ის მისწრებაა მეჭეჭებისთვის.

7- ჩაი– ეს ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან კარგი პროდუქტია, რადგან აძლიერებს იმუნიტეტს და ებრძვის პრობლემის გამომწვევ ვირუსებს. განსაკუთრებით კარგია შავი ჩაი, ჩააგდეთ შავი ჩაის პაკეტი თბილ წყალში და მოათავსეთ მასში მეჭეჭი, გააჩერეთ დაახლოებით 20-30 წუთი, დაელოდეთ, სანამ ხელი ბუნებრივად არ გაშრება.

თუ მწვანე ჩაის გამოყენება გსურთ, ძალიან კარგია თუ მას მიირთმევთ, დღის განმავლობაში ერთი ჭიქა მაინც აუცილებლად დალიეთ, რათა მისი ანტიოქსიდანტური თვისებები ბოლომდე გამოსცადოთ.

Facebook კომენტარები