უნდა დალიოთ თუ არა წყალი ჭამის დროს? რა იცით ამის შესახებ?

1136

უნდა დალიოთ თუ არა წყალი ჭამის დროს? რა იცით ამის შესახებ?

ალბათ, ხშირად მოგისმენიათ, რომ ჭამის დროს წყლის დალევა აკრძალულია. ზოგი ექსპერტი ამბობს, რომ წყალი კუჭის მჟავის მოქმედებას ასუსტებს. ზოგის აზრით, ეს ადამიანს უფრო ასუქებს, ზოგი კი იმასაც ფიქრობს, რომ წყალი საჭმლის მონელებას ხელს უშლის. მართლაც, შეიძლება თუ არა უბრალო წყალი ასეთი საზიანო იყოს ჩვენთვის?

მონელების პროცესი მაშინ იწყება, როცა ჭამაზე ვიწყებთ ფიქრს, როცა პირში ნერწყვი წარმოიქმნება. როცა საჭმელს ვღეჭავთ, ის ნერწყვს ერწყმის, რომელიც მონელებისთვის საჭირო ენზიმებს (ფერმენტები) შეიცავს. შემდეგ დარბილებული საჭმელი ჩადის კუჭში, სადაც კუჭის მჟავას უერთდება.

საშუალოდ, კუჭს 4 საათი სჭირდება, რათა მოსანელებელი საჭმელი თხევად ნივთიერებად ან ქიმუსად (კუჭის შიგთავსი) გარდაქმნას. ქიმუსი კუჭ-ნაწლავში კიდევ რჩება და სხეულს მკვებავ ნივთიერებებს აწვდის.

წყალი დიდხანს არ რჩება კუჭში. სხეულიდან გასასვლელად მას დაახლოებით 10 წუთი სჭირდება, ამიტომაც იცოდეთ, რომ თუ ჭამის დროს წყალს დალევთ, ის კუჭში “ტბებს” არ ქმნის, როგორც ბევრს ჰგონია, წყალი დაღეჭილ საკვებთან ერთად მალე ჩადის კუჭში, ალბობს მას და მალევე ტოვებს ორგანიზმს.

არ არსებობს არანაირი კვლევა, რაც ადასტურებს, რომ წყალი აჩქარებს მონელების პროცესს და ჯერ კიდევ დაუმუშავებელი საკვები გამოაქვს ორგანიზმიდან. მეცნიერები ამტკიცებენ,  რომ სითხე საჭმელზე მალე ტოვებს ორგანიზმს, მაგრამ ის გავლენას არ ახდენს მონელების სიჩქარეზე.

თუ ჭამის დროს წყალს დალევთ, არაფერი დაგემართებათ. პირიქით, წყალი ალბობს და არბილებს კიდეც საკვებს. მაგრამ ნუ დალევთ წყალს ჭამამდე, რადგან საკვების მიღებისას პირში საკმარისი ნერწყვი უნდა გქონდეთ, რომელიც აუცილებელ ენზიმებს შეიცავს.

ჭამასთან ერთად წყლის დალევას სარგებელიც კი აქვს. კვლევამ აჩვენა, რომ როცა ადამიანი ჭამისას წყლის დასალევად პაუზას აკეთებს, ეს ჭამის პროცესს ანელებს, ანუ ადამიანი უფრო ცოტას ჭამს, რაც კარგია.

თუ ჭამის დროს ჩაის სვამთ, არც ამაშია რამე ცუდი.  კვლევის მიხედვით, მჟავიანობის დონე წყლისა და ჩაის დალევით არ იცვლება.

 

Facebook კომენტარები