მაღალი არტერიული წნევის დაწევა ხალხური მედიცინის დახმარებით

2599

მაღალი არტერიული წნევის დაწევა ხალხური მედიცინის დახმარებით

მაღალი წნევა - პრობლემა, რომელიც უამრავი ადამიანისთვისაა ნაცნობი.
წნევის მიზეზი უამრავი რამ შეიძლება გახდეს: უძილობა, მოწევა, ალკოჰოლი, სტრესი, მარილიანი საკვები, ზედმეტი წონა.

წნევის დასარეგულირებლად, აუცილებელია კვების რაციონის შეცვლა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე დაფიქრება. და ესეც ყოველთვის როდი შველის. ასაკთან ერთად კი ჰიპერტონიით დაავადების რისკი სულ უფრო იზრდება.

მედიკამენტების მწარმოებლები მხოლოდ იგებენ ამისგან, იგონებენ სხვადასხვა სასწაულმოქმედ პრეპარატს, რომლებიც, სამწუხაროდ, ყოველთვის არ შველის.

ვინაიდან ეს პრობლემა საკმაოდ გავრცელებულია, გთავაზობთ წნევის დასაწევ უნიკალურ და ბუნებრივ მეთოდებს:

შეურიეთ ერთმანეთში ოხრახუშისა და სტაფილოს წვენი შეფარდებით 1:3. მიიღეთ დღეში სამ–ოთხჯერ 1 სუფრის კოვზი.

ერთ სავსე სუფრის კოვზ ვარდკაჭკაჭას ფესვს დაასხით ერთნახევარი ჭიქა ცივი წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე, ადუღების შემდეგ ცეცხლზე გააჩერეთ კიდევ 5 წუთი, შემდეგ გააჩერეთ სითბოში 4 საათი. დღეში მცირე ყლუპებით დალიეთ 1–1,5 ჭიქა. მკურნალობის ხანგრძლივობა 10–12 დღე.

აიღეთ კალენდულას  ყვავილი – 40 გრამი, კატაბალახას ფესვები – 30 გრამი. 1 სუფრის კოვზ ნაზავს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათი, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ.

გამოწურეთ ჭარხლის წვენი, გააჩერეთ მაცივარში მინიმუმ 2 საათი და მიიღეთ ჭიქის მესამედი ჭამამდე 20–30 წუთით ადრე.

1 სუფრის კოვზ ასკილის ნაყოფს დაასხით 3 ჭიქა წყალი, აადუღეთ ორჯერ და გააჩერეთ ორთქლზე 3 საათი. გააცხელეთ და დალიეთ დღის განმავლობაში ჩაის სახით. ამ დროს ჯობს არ მიიღოთ ხორცეული.

2 სუფრის კოვზ შავი მოცხარის მშრალ ნაყოფს დაასხით ერთი ჭიქა ცხელი წყალი, ადუღეთ 10 წუთი დაბალ ცეცხლზე, გააჩერეთ 1 საათი, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ ჭიქის მეოთხედი დღეში ოთხჯერ.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia