ამ სტატიაში შემოგთავაზებთ დიარეის საწინააღმდეგო ეფექტურ ხალხურ საშუალებებს.

205

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ დიარეის საწინააღმდეგო ეფექტურ ხალხურ საშუალებებს.

თუ დიარეა დაგეწყოთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა ერიდოთ საკვების ჭარბ მიღებას.  ერთხანს აღარ მიირთვათ ნაწლავების გამაღიზიანებელი და აირების წარმომქმნელი პროდუქტები, მაგალითად, ვაშლი, რძე, კომბოსტო, ყავა

რაციონიდან ამოიღეთ ცხიმიანი და შებოლილი საკვები, უმი ხილი და ბოსტნეული.

დიარეის დროს სასარგებლოა ბრინჯის ნახარში – ის ერთსა და იმავე დროს საკვებიცაა და წამალიც. ხშირად ბრინჯის დიეტა,

თანაც – სხვა საშუალებების დაუხმარებლად, სულ რაღაც ერთ დღეში აქრობს ფაღარათს.

ბრინჯთან ერთად ორგანიზმს უნდა მივაწოდოთ საკვები ნივთიერებები და აღვკვეთოთ გაუწყლოება.

ბრინჯი ადვილი მოსანელებელია და კუჭს არ ამძიმებს, ამიტომ შეგიძლიათ ბავშვებსაც მისცეთ დიარეის დროს.

განსაკუთრებით სასარგებლოა ბრინჯის ნახარში. ბრინჯი მოხარშეთ ბლომად მარილწყალში. რომ მოიხარშება, ნახარში არ გადაასხათ. დაუმატეთ ცოტაოდენი ნაღების კარაქი და მიეცით ავადმყოფს ბრინჯთან ერთად.

გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად დიარეის დროს დღე-ღამეში 2-3 ლ სითხე უნდა მიიღოთ, თუმცა ეს პირობითი ნორმაა – არსებითად, მისი ოდენობა ინდივიდუალურია.

საკმარის სითხეს იღებთ თუ არა, ამაზე შარდის ფერი მიგანიშნებთ: რაც უფრო მუქი ყვითელია შარდი, მით მეტი სითხის მიღებაა საჭირო. იდეალურ შემთხვევაში შარდი სავსებით გამჭვირვალე უნდა იყოს.

დარიჩინი მეოთხედი კოვზი ჩაყარეთ 1 ჭიქა ცხელ წყალში და ცხარე წიწაკა  მოაყარეთ მწიკვი. გააჩერეთ იგი 20 წუთის  განმავლობაში რაიმე სახის ქსოვილის თავსახურის ქვეშ. ყლუპებად დალიეთ, მანამ სანამ გაუმჯობესებას არ იგრძნობთ.

ასევე ეფექტურია კარტოფილის სახამებელი. გახსენით 1 ჭიქა ცივ წყალში და დალიეთ.

არაყი ჩაასხით ჭიქაში, დაუმატეთ მარილი და დალიეთ. ძალიან სწრაფი ეფექტი აქვს

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები