რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ჩვენი სახის კანი იყოს მუდამ დაჭიმული და პრიალა? გთავაზობთ 6 საუკეთესო ნიღაბს

2764

რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ჩვენი სახის კანი იყოს მუდამ დაჭიმული და პრიალა? გთავაზობთ 6 საუკეთესო ნიღაბს

დაუთმეთ თქვენს კანს დღის განმავლობაში ერთი საათი, ან ერთი საღამო. სანამ ნიღაბს წაისვამთ სახე დაიბანეთ, რომ მტვერი და  ნარჩენები მოვაცილოთ. ნიღაბი მოამზადეთ იმდენი, რამდენსაც იმ დღისით წაისვამთ, გამონაკლის შემთხვევაში, შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ მეორე დღისთვის, თიხის ქილაში.

ნიღაბი N1: თაფლი და ნუში

ამ ექსფოლიაციური ნიღბის მოსამზადებლად გჭირდებათ სულ ერთი სუფრის კოვზი თაფლი და ორი ცალი ნუში! ნუში დაფქეთ, აქციეთ ძალიან ნაზ პუდრად და შეურიეთ თაფლში, შემდეგ დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. წრიული მოძრაობებით, ნაზად წაისვით სახეზე. აცალეთ 15 წუთი შეშრეს სახეზე და შემდეგ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით. თავს იგრძნობთ ბევრად ახალგაზრდად!

ნიღაბი N2: თაფლი

მკვრივი და გლუვი კანის მისაღებად მხოლოდ თაფლიც შეგიძლიათ წაისვათ სახეზე, აცალეთ 15 წუთი და შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღაბი N3: ჰერკულესი

კანი ხდება ძალიან გლუვი ამ ნიღაბის გაკეთების შემდეგ, დაფქეთ ნახევარი ჭიქა ჰერკულესი, დაამატეთ ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი, ორი სუფრის კოვზი რძე, ორი წვეთი ნემსიწვერას ზეთი და ორი წვეთი გვირილის ზეთი. შეურიეთ კარგად და ხელთ წაისვით სახეზე, წრიული მოძრაობებით. გააჩერეთ 15 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, შეგიძლიათ დაამატოთ 5 წვეთი ლიმონის წვენი.

ნიღაბი N4: ვარდები და ახალგაზრდობა

ვარდის ნიღაბს ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში იყენებდნენ, ვარდი ინახავს სილამაზის საიდუმლოს. გასრისეთ 5 ვარდის ფურცელი, სანამ არ გახდება ფაფა. წაისვით სახეზე და გააჩერეთ 15 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

ნიღაბი N5: მაწონი

ნაოჭებთან ბრძოლის ერთერთი კარგი საშუალება არის მაწონი, ნაოჭები გახდება ნაკლებად შესამჩნევი. ერთი ჭიქა მაწონი შეურიეთ ერთი ჩაის კოვზ დიდი კამის თესლთან. ნარევი უნდა იყოს ჰომოგენური რომ სახეზე წაისვათ. გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით. ამ ნიღაბს თუ ყოველდღე გაიკეთებთ, თქვენი კანი ნამდვილად იქნება თქვენი მადლობელი.

ნიღაბი N6: ლიმონი

ლიმონს მილიონობით დადებითი თვისება აქვს.  მათ შორის ლაქების გასაფერმკრთალებელი! ერთი სუფრის კოვზი თაფლი და ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი შეურიეთ. ნარევი წაისვით სახეზე კოტონით და გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ სხვა კოტონითა და მინერალური წყლით მოიშორეთ ნიღაბი. კანი კარგად გაისუფთავეთ, რადგან ლიმონმა შეიძლება სხვა ლაქები გაგიჩინოთ თუ მზეზე გახვალთ.

Facebook კომენტარები