არყის ფოთლების უჩვეულო თვისებები ადამიანის ჯანმრთელობისთვის

167

არყის ფოთლების უჩვეულო თვისებები ადამიანის ჯანმრთელობისთვის

ხალხურ მედიცინაში არყის ფოთლების  ნახარშებისა და ნაყენების სახით იყენებენ, როგორც შარდმდენი, ნაღვლმდენი, ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება.

დაორთქლილი ფოთლები სახსრების და კუნთების ტკივილს ამცირებს. არყის ფოთლებში შემავალი ეთერზეთები სასუნთქ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს.

ამ სტატიაში მოგიყვებით არყის ფოთლების ნაყენი როდის უნდა გამოიყენოთ:

1. გამონაყარისა და მუწუკების დროს

2 ს/კ დაქუცმაცებულ ფოთლებს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 30 წუთით წყლის ორთქლზე გააცხელეთ, შემდეგ ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ და გადაწურეთ. გაღიზიანების, გამონაყარის დროს კანის გასაწმენდად გამოიყენეთ.

2. ძვლების და სახსრების ტკივილის დროს

2 ს/კ დაქუცმაცებულ ფოთლებს 1 ჭიქა სპირტი (70%) დაასხით, ბნელ ადგილას 1 კვირა დააყენეთ, გადაწურეთ. სახსრების ტკივილის დროს ამ ნაყენით კომპრესები გაიკეთეთ.

3. არყის ახალი ფოთლებით დამზადებული კომპრესი

ამ მარტივ საშუალებას ართრიტის, რადიკულიტის, რევმატიზმის დროს იყენებენ: ძილის წინ მტკივნეულ ადგილას არყის ფოთლები დაიფარეთ და მატყლის შარფით შეიხვიეთ. მთელი ღამე გაიჩერეთ.

4. თმის ცვენის შესამცირებლად გასაჯანსაღებლად და ბზინვარებითვის

2 ს/კ დაქუცმაცებულ ფოთლებს 1 ჭიქა ცივი წყალი დაასხით და ზომიერ ცეცხლზე დადგით, ადუღებამდე მიიყვანეთ და 3-4 წუთით ადუღეთ. გააგრილეთ, გადაწურეთ და თავის დაბანის შემდეგ თმაზე გადასავლებად გამოიყენეთ.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

 

Facebook კომენტარები