ფსორიაზის დამარცხების მეთოდები მათგან, ვინც უკვე გაუმკლავდა
ფსორიაზი კანის ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი დაავადებაა, რომელიც ქრონიკულ დაავადებად ითვლება. მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ორგანიზმში არსებული ქრონიკული ინფექცია; ნერვული და ენდოკრინული სისტემის მოშლა. მიიჩნევენ, რომ ის შეიძლება მემკვიდრეობითიც იყოს.
სამწუხაროდ, ფსორიაზის სრულად განკურნება შეუძლებელია, მაგრამ შეგიძლიათ მისი გამოვლენა შეაფერხოთ და ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიმსუბუქოთ. ფსორიაზის მქონე პაციენტების რეკომენდაციებს.
- საჭიროა ჯანმრთელი ცხოვრების წესი.
- ფსორიაზის დროს კარგია რძის პროდუქტების, მცენარეული საკვების მიღება.
- იზღუდება მწარე, მჟავე, ცხოველური ცხიმები.
- მისაღებია მზის აბაზანები, ზღვა. სახლში – თბილი, საპნის აბაზანა.
- გარეგანად ამ დროს იყენებენ მოცვის ნაყოფის ნახშირის საფენებს, დილა – საღამოს.
- ქრისტესისხლას წითელ წვენს ისვამენ დაზიანებულ კერებზე.
- ფარსმანდუკის მონახარშით იკეთებენ აბაზანებს (მხოლოდ ყვითელი ფარსმანდუკით, გამონალისის სახით შეიძლება – თეთრიც).
- ქოქოსის ზეთს ათბობენ და იყენებენ კერებზე წასასმელად.
- როგოც წესი, ამ დროს უნდა გაიწმინდოს ღვიძლი – ცოცხალი გოგრითა და თაფლით. ასე ძლიერდება იმუნიტეტიც.
- ნივრის ფაფა თაფლით ფსორიაზის მკურნალობის ეფექტური საშუალებაა.
- აიღეთ 60 გრ. ჭინჭრის ფოთოლი ყვავილით, დაუმატეთ 1ლ. მდუღარე წყალი. მიიღეთ დღეში 3 -ჯერ 100 მლ. წმენდს სისხლს და დაავადებაც ქრება.”
- წამლების და ნატურალური საშუალებების კომბინირება სცადეთ. მსუბუქ შემთხვევებში ნატურალური საშუალება, როგორიცაა მცენარეული ზეთი ან ნაყენი, ფსორიაზთან ბრძოლაში მედიკამენტების გარეშე დაგეხმარებათ. მძიმე შემთხვევებში შეგიძლიათ ერთობლივად გამოიყენოთ.
აუცილებლად ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ და ამა თუ იმ საშუალების გამოყენება დაუყონებლივ შეწყვიტეთ, თუ მდგომარეობა უარესდება.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.