ხალხური მედიცინა გთავაზობთ  კუჭის წყლულის სამკურნალო რეცეფტებს

530

ხალხური მედიცინა გთავაზობთ  კუჭის წყლულის სამკურნალო რეცეფტებს.

კუჭის წყლულის სამკურნალოდ

1. 100 გრ თაფლი, 100 გრ კარაქი, 11 გრ ალოეს ფოთლები, 100 გრ კაკაოს ფხვნილი აურიეთ და წყლის ორთქლზე გააცხელეთ. 1 ს/კ ნარევი 1 ჭიქა ცხელ რძეში გახსენით და დღეში 2-ჯერ დალიეთ. მკურნალობის კურსი – 1 თვე.

2. 1 ს/კ კარაქი, 1 ს/კ სპირტი, 1 ს/კ სუფთა თაფლი. დილით, უზმოზე, ჭამამდე 20 წუთით ადრე, მიიღეთ იმ თანამიმდევრობით, როგორითაც ჩამოთვლილია. შემდეგ მიირთვით ნებისმიერი საკვები. მკურნალობის კურსი 1 თვეა.

კარაქის გამოყენება ხალხურ მედიცინაში წყლულის დროს დაკავშირებულია მის შემდგომ მოქმედებასთან: იგი ესალბუნება ლორწოვანი გარსის დაზიანებულ ზედაპირს – დეფექტს და იცავს მას დამატებითი გამაღიზიანებელი ფაქტორებისგან.

სპირტი, როგორც ანტისეპტიკი, ანადგურებს მავნე ბაქტერიებს. დღეს უკვე აღარავინ დავობს კუჭის წყლულის ბაქტერიოლოგიურ ეტიოლოგიაზე.

რაც შეეხება თაფლს, მის სამკურნალო მოქმედებაზე უკვე არაერთხელ გვისაუბრია.

ასე რომ, აღნიშნული რეცეპტი ეფექტიანი უნდა იყოს კუჭის წყლულის შემთხვევაში, მაგრამ მკაცრად უნდა გაგაფრთხილოთ, რომ რეცეპტში მოწოდებულ კომპონენტთა თანამიმდევრობა აუცილებლად უნდა დაიცვათ, რადგან თუ პირველ რიგში სპირტს მიიღებთ, ამან შესაძლოა საგრძნობლად გააუარესოს თქვენი მდგომარეობა. ცხიმი კი იცავს ლორწოვანას ალკოჰოლის

კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ

250 გრ თაფლი, 350 გრ წითელი, მშრალი ღვინო, 150 გრ ალოეს წვენი. ყველაფერი აურიეთ და 7 დღით მუქი ფერის, თავდახურულ მინის ქილაში დააყენეთ. დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 2 საათით ადრე მიიღეთ: პირველი 7 დღე – 1 ჩ/კ, ხოლო შემდეგ დღეებში – 1 ს/კ.

 ანთების საწინააღმდეგო საშუალება კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს

1 ს/კ თაფლსა და 1 ს/კ ბერულას 250 მლ მდუღარე წყალი დაასხით. 30 წუთით დააყენეთ. 1/3 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ დალიეთ.

 კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს

ალოეს ფოთლები სიბნელეში, 4-8 გრადუს ტემპერატურაზე 12-14 დღე გააჩერეთ, შემდეგ წყალში გარეცხეთ, დააქუცმაცეთ და მდუღარე წყალი პროპორციით 1:3 დაასხით. 1-2 საათით დააყენეთ. წვენი გაწურეთ. 100 გრ ალოეს წვენი 500 გრ დაქუცმაცებულ ნიგოზს და 300 გრ თაფლს აურიეთ. 1 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე მიიღეთ.

სუნთქვის გახშირების, გულძმარვის, გულისრევის ნიშნების მოსაშორებლად და კუჭის სიმჟავის შესამცირებლად

5 ს/კ თაფლი 1 ლ კარტოფილის წვენს აურიეთ. 1 ჭიქა დღეში 2-ჯერ დალიეთ – უზმოზე და ღამით.

გაზრდილი მჟავიანობის დროს

1 ს/კ თაფლი და 1 ჭიქა გვირილას წვენი აურიეთ. 1 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.

 მუცლის და კუჭის შებერილობის დროს

1 ს/კ თაფლი ½ ჭიქა თბილ წყალში გახსენით. ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ.

 კუჭის წყლულის გამწვავების დროს

1 ს/კ თაფლი და 1 ჭიქა კატაბალახას წვენი (სექტემბერ-ოქტომბერში ახალი ფესვებისგან დაწურული) აურიეთ. 1 ჩ/კ დღეში 3-ჯერ მიიღეთ.

მუცლის ტკივილის დროს

15 გრ ანწლი, 15 გრ პიტნა, 15 გრ ასფურცელა და მცირე რაოდენობით კოჭა 1,5 ლ წყალში დაბალ ცეცხლზე მოხარშეთ. გადაწურეთ და ½ ჭიქა დღეში 6-ჯერ მიიღეთ.

Facebook კომენტარები